სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი ჰიალურონით 50მლ 0713განსაკუთრებული ფასი 39,51 GEL რეგულარული ფასი 65,85 GEL
- Lierac - ლიერაკი ლიფტ ინტეგრალი გელ-კრემი 50 მლ 6297განსაკუთრებული ფასი 111,38 GEL რეგულარული ფასი 171,35 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ალოე Natural 100 მლ 0082განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია დღის კრემი + ღამის კრემი ლიფტინგი 2619განსაკუთრებული ფასი 21,93 GEL რეგულარული ფასი 43,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი აკნეს საწინააღმდეგო დღის კრემი 2213განსაკუთრებული ფასი 26,91 GEL რეგულარული ფასი 44,85 GEL
- Lirene - ლირენე კრემი ცხიმიანი კანისთვის 1958განსაკუთრებული ფასი 13,11 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის კრემი 6935განსაკუთრებული ფასი 66,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Moisture კრემი 55მლ 2705განსაკუთრებული ფასი 47,92 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro გელ-კრემი 50 მლ 4532განსაკუთრებული ფასი 47,92 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ნუშის 9416განსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Ziaja - ზიაია სახის დამატენიანებელი ღამის კრემი ვარდი 50 მლ 21698განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Missha - მისშა Time Revolution 5X კრემი 50 მლ 2048განსაკუთრებული ფასი 80,97 GEL რეგულარული ფასი 134,95 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი კრემი მგრძნობიარე კანისთვის 3317განსაკუთრებული ფასი 20,91 GEL რეგულარული ფასი 34,85 GEL
- Mizon - მიზონი WV კრემი 100 მლ 2057განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Ziaja - ზიაია აკნეს საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0393განსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- კრემი Anti Age Rosa 6884 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 21,63 GEL რეგულარული ფასი 43,25 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account