სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში ნორმადერმი ფიტოსოლუშენი გელი 400 მლ 3083განსაკუთრებული ფასი 49,95 GEL რეგულარული ფასი 99,90 GEL
- Esthederm - ესტედერმი INTENSIVE PROPOLIS ნიღაბი 75 მლ 2192განსაკუთრებული ფასი 64,00 GEL რეგულარული ფასი 128,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი მიცელარული წყალი ცხიმიანი კანისთვის 4488განსაკუთრებული ფასი 20,20 GEL რეგულარული ფასი 50,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარ დუო SPF30 40 მლ 49493განსაკუთრებული ფასი 43,11 GEL რეგულარული ფასი 86,23 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი მსუბუქი დამატენიანებელი 31638განსაკუთრებული ფასი 69,88 GEL რეგულარული ფასი 139,75 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი BIOTIC PEPTI 50 მლ 1194განსაკუთრებული ფასი 85,88 GEL რეგულარული ფასი 171,77 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარ დუო ტონალური კრემი 8451განსაკუთრებული ფასი 52,70 GEL რეგულარული ფასი 105,40 GEL
- Algologie - ალგოლოჟი ზღვის თიხის ნიღაბი 8894განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Payot - პაიო Grise დასაბანი გელი 200 მლ 5159განსაკუთრებული ფასი 46,07 GEL რეგულარული ფასი 76,78 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი LAB დასაბანი ლოსიონი 3066განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დამამშვიდებელი ფლუიდი 40 მლ 2996განსაკუთრებული ფასი 28,04 GEL რეგულარული ფასი 70,11 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AC გამწმენდი ნიღაბი 50 მლ 4198განსაკუთრებული ფასი 27,16 GEL რეგულარული ფასი 67,90 GEL
- A'pieu - აპიუ შავი წერტილების პილინგ-გელი 5900განსაკუთრებული ფასი 10,12 GEL რეგულარული ფასი 20,24 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Youth ნაჭრის ნიღაბი კოლაგენი 4433განსაკუთრებული ფასი 3,99 GEL რეგულარული ფასი 7,98 GEL
- A'pieu - აპიუ ჩაის ხის დასაბანი ქაფი 0485განსაკუთრებული ფასი 19,25 GEL რეგულარული ფასი 38,50 GEL
- SVR - ესვიერი HYDRA კრემი მსუბუქი 40 მლ 3211განსაკუთრებული ფასი 34,50 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account