თმის მოვლა

ჯანსაღი თმა არა მხოლოდ სკალპის, არამედ სხეულის ჯანმრთელობის ანარეკლია. თმის სწორად მოვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის, როგორც ესთეტიკური მხარის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
როგორც ტანის მოვლაა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი, ასევე თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება.
ამ კატეგორიაში იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის. 2000–მდე დასახელების პროდუქცია, რომელსაც PSP გთავაზობთ, ორიენტირებულია თმისა და სკალპის გაჯანსაღებაზე. აქ შეხვდები თმის ცვენის, ქერტლის საწინააღმდეგო, მშრალი და ცხიმიანი თმის თუ სხვა პროდუქტებს.
აღმოაჩინეთ 70–ზე მეტი ბრენდი, მათ შორის:
o კეიპრო
o ფიტო
o სიოსი
o ზიაიზა
o რეიველი
თქვენზე მორგებული თმის მოვლის რეგულარული რუტინის შექმნა უზრუნველყოფს თმის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას დროთა განმავლობაში. თმის მოვლის პროდუქტებში ინვესტირება ამცირებს ისეთი უსიამოვნებების ალბათობას, როგორებიცაა სიმშრალე, მტვრევადობა, ქერტლი და გაყოფილი ბოლოები.
თუ ცხიმიანი თმა გაქვს
თმის დატენიანებისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სკალპი გამოიმუშავებს ცხიმის რაოდენობას. თუმცა, ჭარბი რაოდენობის გამომუშავება ხშირად იწვევს თმის სწრაფ გაცხიმიანებასა და შესაბამისად, დისკომფორტს.
ცხიმიანი თმის ხშირი დაბანა იწვევს რევერსულ ეფექტს, რაც ცხიმის კიდევ უფრო ჭარბ წარმოშობას უწყობს ხელს. სკალპის სისუფთავისა და მისი ბუნებრივი ტენიანობის დაბალანსება მნიშვნელოვანია თმის სიჯანსაღისთვის.
ცხიმიანი თმის მოვლისთვის რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ სკალპის ეფექტურად გაწმენდაში ზედმეტი ცხიმის მოცილების გარეშე. ამასთან, დაბანებს შორის მშრალი შამპუნის გამოყენება ხელს უწყობს ცხიმის შეწოვას და თმას სისუფთავის ეფექტს სძენს.
თუ მშრალი თმა გაქვს
ცხიმიანი თმისგან განსხვავებით, მშრალ თმას ახასიათებს ბუნებრივი ცხიმიანობა და, შესაბამისად, ტენიანობის ნაკლებობა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს გაყოფილ ბოლოებსა და მტვრევად თმას.
მშრალი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია, როგორც სწორი პროდუქტების, ასევე მაღალი ხარისხის თერმო დამცავის გამოყენება. შეარჩიე დამატენიანებელი შამპუნები და კონდიციონერები, რომელიც შექმნილია სპეციალურად მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. ეს პროდუქტები შეიცავს ისეთ მკვებავ ინგრედიენტებს, როგორიცაა ზეთები, ცილები და ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს თმის დატენიანებას და გაძლიერებას.
მშრალი სკალპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქერტლია. PSP.GE–ზე შეგიძლია აღმოაჩინო ნივრის შამპუნი, რომელიც რეკომენდებულია ქერტლის მკურნალობისთვის. ნივრის შამპუნი აღადგენს სკალპს და კვებავს მას მინერალებით. მისი რეგულარული გამოყენება სრულად უმკლავდება ქერტლის პრობლემას.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მორგებულია შენი თმისა და სკალპის ტიპზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე.
- Kaypro - კეიპრო თმის საღებავი Caviar Supreme 10.0 9680განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Kaypro - კეიპრო მშრალი და დაზიანებული თმის შამპუნი არგანის 350 მლ 8386განსაკუთრებული ფასი 14,48 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Kaypro - კეიპრო კონდიციონერი მაკადამია 350 მლ 8478განსაკუთრებული ფასი 14,48 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Kaypro - კეიპრო BIO-SENS მგრძნობიარე კანის კონდიციონერი 3519განსაკუთრებული ფასი 13,98 GEL რეგულარული ფასი 27,95 GEL
- Kaypro - კეიპრო ნიღაბი-ტონერი ვარდისფერი 300 მლ 0227განსაკუთრებული ფასი 12,52 GEL რეგულარული ფასი 25,04 GEL
- Echos Color - ეკოს ქოლორი თმის საღებავი 8.3 1623განსაკუთრებული ფასი 11,28 GEL რეგულარული ფასი 22,56 GEL
- Echos Color - ეკოს ქოლორი თმის საღებავი 9.3 1630განსაკუთრებული ფასი 11,28 GEL რეგულარული ფასი 22,56 GEL
- Echos Color - ეკოს ქოლორი თმის საღებავი 9.7 1531განსაკუთრებული ფასი 11,28 GEL რეგულარული ფასი 22,56 GEL
- Synergy - სინერჯი თმის საღებავი 4.0 0253განსაკუთრებული ფასი 12,81 GEL რეგულარული ფასი 25,62 GEL
- Synergy - სინერჯი თმის საღებავი 5.0 0260განსაკუთრებული ფასი 12,81 GEL რეგულარული ფასი 25,62 GEL
- Synergy - სინერჯი თმის საღებავი 6.0 0277განსაკუთრებული ფასი 12,81 GEL რეგულარული ფასი 25,62 GEL
- Echosline - ეკოსლაინი მუსი ძლიერი ფიქსაცია 400 მლ 9355განსაკუთრებული ფასი 23,07 GEL რეგულარული ფასი 46,13 GEL
- Echosline - ეკოსლაინი პასტა MATT 100 მლ 9560განსაკუთრებული ფასი 19,37 GEL რეგულარული ფასი 38,75 GEL
- ველატონი თმის საღებავი 6/77 0645/2379 ველა - Wellaგანსაკუთრებული ფასი 6,99 GEL რეგულარული ფასი 12,47 GEL
- ველატონი თმის საღებავი 5/4 0171/0665 ველა - Wellaგანსაკუთრებული ფასი 6,99 GEL რეგულარული ფასი 12,47 GEL
- ველატონი თმის საღებავი 3/0 0010/0504 ველა - Wellaგანსაკუთრებული ფასი 6,99 GEL რეგულარული ფასი 12,47 GEL
- Nippes Solingen - ნიპეს ზოლინგენი სავარცხელი ოვალურიგანსაკუთრებული ფასი 15,90 GEL რეგულარული ფასი 26,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account