Kolerin - კოლერინი 250მგ 10 კაფსულა GMP

განსაკუთრებული ფასი 16,32 GEL რეგულარული ფასი 21,78 GEL
მარაგშია
SKU
52571_2182

ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეა, გამოწვეული კვების დარღვევებით, ანტიბიოტიკოთერაპიით, სხვადასხვა პათოგენებით (ქიმიური, ვირუსული, ბაქტერიული).

კოლერინი
Kolerin

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს 250 მგ Saccharomyces boulardii (2.5ხ1010 CFU/გ).

დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა (E460), მონო- და დიგლიცერიდის ცხიმოვანი მჟავები (E471).

მოქმედების მექანიზმი

Saccharomyces boulardii (თერმოფილური საფუარი) უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორის დაბალანსებას, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის. 

Saccharomyces boulardii-ის ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება, რაც განპირობებულია პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკრობებისადმი: Clostridium difficile, Candida albicans, Candida kruesei, Candida pseudotropicalis, Klebsiella pneumoniae, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhimurium, Yersinia enterocolitica, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Staphylococcus aureus და სხ., ასევე Entamoeba histolitica და Lambliae - ანტაგონისტური ეფექტით. ახასიათებს ანტიტოქსინური მოქმედება ბაქტერიული ციტო- და ენტეროტოქსინების მიმართ, ამაღლებს ნაწლავის ფერმენტულ ფუნქციას. 

Saccharomyces boulardii-ის ახასითებს ბუნებრივი მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ. არ ამცირებს ანტიბიოტიკის ეფექტს და მდგრადია მჟავე არეში.

კოლერინის მიღების შემდეგ, Saccharomyces boulardii საჭმლის მომნელებელ ტრაქტს გაივლის უცვლელი სახით, კოლონიზაციის გარეშე. ორგანიზმიდან გამოიყოფა სრულად, მისი მიღების შეწყვეტიდან 2-5 დღეში.

ჩვენება

სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეა, გამოწვეული კვების დარღვევებით, ანტიბიოტიკოთერაპიით, სხვადასხვა პათოგენებით (ქიმიური, ვირუსული, ბაქტერიული).

უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

უსაფრთხოების ზომები

- არ შეიძლება გამოყენებული იქნას სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად; 

- მწვავე დიარეის კოლერინით მკურნალობის ფონზე თუ არ აღინიშნება  მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე ტემპერატურის მომატების ან ფეკალურ მასაში სისხლიანი ლორწოს აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 

დოზირება და მიღების წესი

ჩვეულებრივ ინიშნება: 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. 

ბავშვებში 0-1 წლამდე – 1/2 კაფსულა (ან პაკეტი) 2-ჯერ დღეში;

ბავშვებში 1-3 წლამდე – 1 კაფსულა (ან პაკეტი) 2-ჯერ დღეში; 

ბავშვებში 3 წლის ასაკიდან და მოზრდილებში – 1-2 კაფსულა ორჯერ დღეში. 

მცირე ასაკის ბავშვებში და გაძნელებული ყლაპვის შემთხვევებში დასაშვებია  კაფსულის შიგთავსის გახსნა მცირეოდენ, ცივ ან ოდნავ თბილ წვენში ან საჭმელში. 

არ შეიძლება ცხელი ან ალკოჰოლური სასმელით კოლერინის მიღება. მწვავე დიარეის მკურნალობისას კოლერინის მიღებასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაცია.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე. 

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC). 

ინახება მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 10 კაფსულა.

ასევე, იხილეთ : Kolerin Hydro - კოლერინ ჰიდრო 250მგ ჟოლო 10 პაკეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy