AERIUS - ერიუსი 0.5მგ / მლ. 60 მლ. სიროფი
ჩვენება: სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი; ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).
AERIUS 0,5 mg/ml
ერიუსი 0,5 მგ/მლ სიროფი შინაგანად მიღებისათვის
დეზლორატადინი
სანამ დაიწყებთ წამლის მიღებას, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რომელიც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ცნობებს
• არ გადააგდოთ ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია, რომ თქვენ კიდევ ერთხელ დაგჭირდებათ მისი წაკითხვა.
• თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• მოცემული პრეპარატი განკუთვნილია ინდივიდუალურად თქვენთვის. არ არის მიზანშეწონილი მისი სხვა ადამიანისათვის სამკურნალოდ გადაცემა, თუნდაც მისი დაავადების სიმპტომები ჰგავდეს თქვენსას. პრეპარატმა შესაძლოა მას ავნოს მის ჯანმრთელობას.
• თუ თქვენ აღმოაჩინეთ გვერდითი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედიცინის დას. ასევე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ შეატყობთ საკუთარ თავს გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში. იხ. პ. 4.
წინამდებარე ინსტრუქციაში თქვენ მოიძიებთ შემდეგ ინფორმაციას:
1. რა წარმოადგენს ერიუსის სიროფი და რისთვის არის ის განკუთვნილი.
2. სიფრთხილის ზომები პრეპარატ ერიუსის მიღებისას.
3. პრეპარატ ერიუსის მიღების ხერხი.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. ერიუსის სიროფის შენახვის პირობები.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
1. რა წარმოადგენს ერიუსის სიროფი და რისთვის არის ის განკუთვნილი
რა არის ერიუსი
ერიუსი შეიცავს დეზლორატადინს, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინს.
როგორ მოქმედებს ერიუსი
ერიუსი – ეს არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც იწვევს ძილიანობას, იძლევა ალერგიული რეაქციებისა და მათი სიმპტომების კონტროლის შესაძლებლობას.
როდის უნდა გამოვიყენოთ ერიუსი
ერიუსი, სიროფი პერორალურად მიღებისათვის, ხსნის სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან, ალერგიით გამოწვეულ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას (მაგალითად, ცხელების სიმპტომები ან ალერგია მტვრის ტკიპებზე) მოზრდილებში, მოზარდებსა და ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში. აშორებს და თავიდან არიდებს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა ცემინება, სურდო ან ქავილი ცხვირში, სასის ქავილი, ასევე თვალების ქავილი, შეწითლება და ცრემლის დენა თვალებიდან.
ერიუსის პერორალური ხსნარი ასევე გამოიყენება ისეთი სიმპტომების გასაადვილებლად, რომლებიც დაკავშირებულია ჭინჭრის ციებასთან (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა). ეს სიმპტომები ასევე მოიცავენ ჭინჭრის ციების ქავილს, გამონაყარს.
პრეპარატის მოქმედება გრძელდება მთელი დღის განმავლობაში, რაც იძლევა ნორმალური ყოველდღიური საქმიანობისა და მშვიდად ძილის შესაძლებლობას.
2. სიფრთხილის ზომები პრეპარატ ერიუსის მიღებისას
არ მიიღოთ პერორალური სიროფი ერიუსი
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია დეზლორატადინზე ან სამკურნალო საშუალების შემადგენლობის სხვა კომპონენტზე (ნაჩვენებია მე-6 გვერდზე) ან ლორატადინზე.
სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედიცინის დას შემდეგ შემთხვევებში:
- თქვენ გაქვთ თირკმელების მწვავე უკმარისობა.
ბავშვებისა და მოზარდებისათვის
არ მისცეთ ეს წამალი ერთი წლის ასაკამდე ბავშვებს.
ერიუსის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობის შემთხვევები არ იყო გამოვლენილი.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმის თაობაზე, თუ რა წამლებს იღებთ ან იღებდით მანამდე ან აპირებთ რომ მიიღოთ.
ერიუსის თავსებადობა კვების პროდუქტებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან
ერიუსის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან ცალკე.
რეკომენდებულია ერიუსის სიფრთხილით მიღება ერთდროულად ალკოჰოლთან.
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ზეგავლება ფერტილობაზე
თუ თქვენ ხართ ორსულად, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, კვებავთ მკერდით ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს საკონსულტაციოდ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე.
არ არის რეკომენდებული პერორალური სიროფის ერიუსის მიღება ორსულობის დროს ან მკერდით კვების პერიოდში.
გავლენა ფერტილობაზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ზეგავლენაზე მამაკაცის/ქალის ფერტილობაზე გავლენასთან მიმართებაში.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და დანადგარების ექსპლუატაციის უნარზე
რეკომენდებული დოზის მიღებისას პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და დანადგარების ექსპლუატაციის უნარზე. ამასთან, რომ ადამიანთა უმრავლესობამ პრეპარატის მიღების შემდეგ ვერ შენიშნა ძილიანობა, არ არის რეკომენდებული მანქანის მართვა და მოქმედებების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მანამდე, სანამ თქვენ არ დაადგენთ თქვენს ინდივიდუალურ რეაქციას აღნიშნულ სამკურნალო საშუალებაზე.
პერორალური სიროფი ერიუსი შეიცავს სორბიტოლს.
პერორალური სიროფი ერიუსი შეიცავს სორბიტოლს. თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ თქვენ გაქვთ შაქრის ზოგიერთი სახეობის მიუღებლობა, გაიარეთ კონსულტაცია, შეიძლება თუ არა რომ თქვენ მიიღოთ მოცემული პრეპარატი.
3. პერორალური სიროფის ერიუსის მოხმარების ხერხი
მოცემული პრეპარატი მიიღეთ მკაცრად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ წარმოიშვება კითხვები, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბავშვებში
ბავშვებში 1-წლიდან 5-წლამდე:
რეკომენდებულია სიროფის მიღება 2,5 მლ (1/2 კოვზი 5 მლ მოცულობით) ერთხელ დღეში.
ბავშვებში 6-დან 11-წლამდე:
რეკომენდებულია სიროფის მიღება 5 მლ (ერთი კოვზი 5 მლ მოცულობით) ერთხელ დღეში.
ზრდასრულებსა და მოზარდებში 12 წლიდან:
რეკომენდებულია სიროფის 10 მლ მიღება დღეში ერთხელ (2 კოვზი 5 მლ).
თუ შინაგანად მისაღები ხსნარის ბოთლს ახლავს დოზირების შპრიცი, შეიძლება მისი გამოყენება სიროფის შინაგანად მისაღებად.
სამკურნალო საშუალება მიიღება პერორალურად.
ჩაყლაპეთ წამლის დოზა და დააყოლეთ მას მცირე რაოდენობით წყალი. აღნიშნული პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ისე ცალკე.
მკურნალობის ხანგრძლივობა. თქვენი მკურნალი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის ტიპს, რომელიც თქვენ გაწუხებთ და განსაზღვრავს პრეპარატ ერიუსით მკურნალობის პერიოდს.
თუ თქვენ გაქვთ წყვეტილი ალერგიული რინიტი (სიმპტომები კვირაში არანაკლებ 4 დღის განმავლობაში ან 4 კვირაზე ნაკლებ დროში), თქვენი ექიმი შემოგთავაზებთ მკურნალობის სქემას თქვენი ავადმყოფობის ისტორიის საფუძველზე.
თუ თქვენ გაქვთ მუდმივი ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღის განმავლობაში ან 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), ექიმმა შეიძლება მოგცეთ დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობის რეკომენდაცია.
ჭინჭრის ციების სიმპტომების არსებობისას, მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ამიტომ საჭიროა ექიმის რეკომენდაციების დაცვა.
დოზის გადამეტება
მიიღეთ ერიუსის სიროფი თქვენთვის რეკომენდებული დოზით. რეკომენდებული დოზის გადამეტების შემთხვევაში სერიოზული შედეგები მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ გადაამეტეთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზას, მიმართეთ საკონსულტაციოდ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედიცინის დას.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პერორალური სიროფის ერიუსის მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ წამლის დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, შემდეგ გააგრძელეთ წამლის მიღება ჩვეულებრივი სქემით. არ მიიღოთ წამლის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ერიუსის სიროფის მიღების შეწყვეტის შემდეგ
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედიცინის დას.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ერიუსსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, მაგრამ ისინი ყველას არ წარმოექმნება.
ერიუსის გაყიდვების დაწყებიდან სერიოზული ალერგიული რეაქციები პრეპარატზე (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპებები) დარეგისტრირდა ძალზე იშვიათად. თუ თქვენ შეამჩნიეთ საკუთარ თავზე სერიოზული ალერგიული რეაქციები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
კლინიკურ გამოკვლევებში პრეპარატის ზეგავლენა ზრდასრულებზე, გვერდითი ეფექტები სიროფის მიღების გამო ანალოგიურია ტაბლეტის მიღებიდან წარმოშობილების, რომლებიც არ შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას. მიუხედავად ამისა, დაღლილობა, სიმშრალე პირში და თავის ტკივილი წარმოიშობა უფრო ხშირად, ვიდრე ტაბლეტების მიღების შემდეგ, რომლებიც არ შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას. მოზარდებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქცია იყო თავის ტკივილი.
ერიუსის კლინიკური გამოცდებისას დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ბავშვებში
ხშირად შეხვედრილი გვერდითი რეაქციები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: წარმოეშობოდა 1 ბავშვს 10-დან
· ფაღარათი
· ციება
· უძილობა
მოზარდებში
ხშირად: შეიძლება გამოვლინდეს 1 ადამიანში 10-დან
· დაღლილობა
· პირის სიმშრალე
· თავის ტკივილი
ერიუსის გაყიდვების დაწყების შემდეგ დაფიქსირებული იქნა შემდეგი გვერდითი რეაქციები:
მოზარდებში
ძალზე იშვიათად: შეიძლება წარმოეშვას 1 ადამიანს 10 000-დან
- მძიმე ალერგიული რეაქციების
- გახშირებული გულისცემა
- ღებინება
- თავბრუსხვევა
- კუნთების ტკივილი
- აგზნებული მდგომარეობა და ჰიპერაქტიურობა
- გარდამავალი გამონაყარი კანზე
- ტკივილები მუცელში
- დისკომფორტი კუჭში
- ძილიანობა
- ჰალუცინაციები
- ღვიძლის ანთება
- გულის ფრიალი, დარღვეული გულისცემა
- საერთო სისუსტე (გულისრევა)
- ფაღარათი
- სიმძიმე მუცელში
- კონვულსიები
- ტესტების მომატებული მაჩვენებლები – ღვიძლის ფუნქციები
გაურკვეველი სიხშირით: გვერდითი ეფექტების წარმოშობის სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი მოცემული მონაცემებით:
- უჩვეულო სისუსტე - კანის და/ან თვალების გაყვითლება
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ ღრუბლიან ამინდშიც კი, ულტრაიისფერი სხივების მიმართ, მაგალითად სოლარიუმის ლამპების
- გულისცემის რიტმის ცვლილება
ბავშვებში და მოზარდებში
დაუდგენელი სიხშირით: გვერდითი ეფექტების წარმოშობის სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი მოცემული მონაცემებით
- იშვიათი გულისცემა - გულისცემის რითმის ცვლილება
ანგარიშგება გვერდითი რეაქციების თაობაზე
თუ თქვენ აღმოაჩინეთ პრეპარატის გვერდითი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედიცინის დას. ასევე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნიეთ საკუთარ თავთან გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
5. ერიუსის სიროფის შენახვის პირობები
არ მისცეთ პრეპარატი ბავშვებს და არ დატოვოთ ის უყურადღებოდ ბავშვების მხედველობის არეში.
არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე ნაჩვენები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება აღნიშნული თვის უკანასკნელი დღე.
არ გაყინოთ. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გადაასხათ არანაირი წამალი კანალიზაციაში და არ გადააგდოთ ყოფით ნარჩენებთან ერთად. არასაჭირო პრეპარარების უტილიზაციის ხერხი დააზუსტეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები დაიცავენ გარემოს დაბინძურებისაგან.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა შედის შინაგანად მისაღები სიროფის ერიუსის შემადგენლობაში
- აქტიური ნივთიერება: დეზლორატადინი 0,5 მგ/მლ
- დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, სუკრალოზა E 955, ჰიპრომელოზა 2910, ნატრიუმის ციტრატის იჰიდრატი, ნატურალური და ხელოვნური არომატიზატორი (საღეჭი რეზინი), უწყლო ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ედეტატი და გაწმენდილი წყალი.
როგორ გამოიყურება შინაგანად მისაღები სიროფი ერიუსი და შეფუთვის შემადგენლობა
შინაგანად მისაღები სიროფს ერიუსს უშვებენ ფლაკონებში 30, 50, 60, 100, 120, 150, 225 და 300 მლ, თავსახურით, რომელიც იცავს ბავშვების წვდომისაგან. ყველა შეფუთვა, გარდა 150 მლ ფლაკონისა, შეიცავს საწყაო პატარა კოვზს 2,5 მლ და 5 მლ გრადაციით. შეფუთვას, რომელიც შეიცავს 150 მლ ფლაკონს, ახლავს საზომი კოვზი და საზომი შპრიცი 2,5 მლ და 5 მლ დოზის ასაღებად.
შეფუთვების არა ყველა ზომა შეიძლება ინახოს თავისუფალ გაყიდვაში.
გაყიდვის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
გაყიდვების ლიცენზიის მფლობელი Merck Sharp & Dohme Ltd, Hertford Road, Hoddesdon, Hertfordshire EN11 9BU, დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი: SP Labo N.V., Industriepark 30, B-2220 Heist-op-den-Berg, ბელგია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account