ბავშვის კვება

ბავშვის კვება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვილის სწორი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ბავშვის კვების პროდუქტები, რომელსაც აქ აღმოაჩენ, განკუთვნილია, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. PSP.GE-ზე შეძლებთ შეიძინოთ 30–ზე მეტი ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი ფაფა, ხილფაფა, საბავშვო ორცხობილა, ურძეო ფაფა, რძის ნაზავი და დესერტები.
საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებითა და ტექსტურებით, რძის ნაზავი (ფორმულა) თუ მყარი საკვები უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას. ბავშვის საკვები შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ზრდისა და ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე. ბავშვის კვების აქსესუარები კი, დაგეხმარებათ გააცნოთ ბავშვს ახალი გემოები.
მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად, რაციონში მყარი საკვების თანდათანობით შემოტანა აუცილებელია ბავშვის მზაობისა და ალერგიის ნიშნების გათვალისწინებით. მრავალფეროვანი საკვებისა და ტექსტურის შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მრავალფეროვანი გემოვნური თვისებების გამომუშავებაში.
რძის ნაზავი
რძის ნაზავი, იგივე ფორმულა არის დედის რძის ალტერნატივა ჩვილებისთვის. ის ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები, რაც მნიშვნელოვანია ჩვილობის პერიოდში, ჯანსაღი ზრდის, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის და კოგნიტიური განვითარებისთვის. ფორმულა იდეალური და საიმედო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ აქვს რძე ან ჩვილი არ იღებს დედის რძეს. PSP.GE–ზე იპოვი 170–ზე მეტი დასახელების რძის ნაზავს. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა სიმილაკი, ჰუმანა, ნანი და ჰიპი დაგეხმარება ბავშვის კვების რაციონის განსაზღვრაში.
მყარი კვება
ჩვილებისთვის მყარი საკვების დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპია მათ განვითარებაში. მყარი საკვები გვთავაზობს არომატების, ტექსტურებისა და საკვები ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს ჩვილების ზრდასა და გემოვნების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში ჩვილი გადადის უფრო მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებაზე. ეს ცვლილება ბავშვის გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებასთან ერთად, ავითარებს დამოუკიდებელი კვების უნარებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე ან ფორმულა რჩება კვების ძირითად წყაროდ პირველი წლის განმავლობაში, მყარი საკვების დანერგვას თანდათანობით შემოაქვს დამატებითი საკვები ნივთიერებები, მათ შორის, რკინა, თუთია და სხვა ვიტამინები. სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი საკვების შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ჩვილებს შეიმუშაონ ჯანსაღი კვების ჩვევები და გემოვნება, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის გემოს რეცეპტორებზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ბავშვის კვებაზე ზრუნვა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის. აღმოაჩინე ყველა საჭირო პროდუქტი PSP.GE-ზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Nutrilon - ნუტრილონი პეპტი გასტრო 1003განსაკუთრებული ფასი 39,76 GEL რეგულარული ფასი 49,70 GEL
- HIPP - ჰიპი 1 ჰიპოალერგიული კომბიოტიკები 2144-01განსაკუთრებული ფასი 33,52 GEL რეგულარული ფასი 41,90 GEL
- თხის რძე 1 2070 ნუტრილაკი - Nutrilakგანსაკუთრებული ფასი 35,70 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- HIPP - ჰიპი 1 კომბიოტიკები 2012განსაკუთრებული ფასი 28,72 GEL რეგულარული ფასი 35,90 GEL
- HIPP - ჰიპი 3 10 თვიდან 300გრ 2087-01განსაკუთრებული ფასი 25,20 GEL რეგულარული ფასი 31,50 GEL
- HIPP - ჰიპი AR დაბადებიდან 300გ 2307-03განსაკუთრებული ფასი 33,52 GEL რეგულარული ფასი 41,90 GEL
- Nutrilon - ნუტრილონი PREMIUM 1 600გ 5577განსაკუთრებული ფასი 42,52 GEL რეგულარული ფასი 53,15 GEL
- Humana - ჰუმანა1 პლატინი 350გრ 2839განსაკუთრებული ფასი 33,49 GEL რეგულარული ფასი 39,40 GEL
- Similac - სიმილაკი დაბალლაქტოზიანი 375გ 4952განსაკუთრებული ფასი 41,65 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Similac - სიმილაკი AR 375გ 4945განსაკუთრებული ფასი 39,20 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Similac - სიმილაკი გოლდი 2 800გ 8162განსაკუთრებული ფასი 61,20 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Similac - სიმილაკი ჰიპოალერგიული 1 375გ 6857განსაკუთრებული ფასი 41,65 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი ჰიპოალერგიული 0663განსაკუთრებული ფასი 28,64 GEL რეგულარული ფასი 35,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი 1 რძის ნაზავი 350გ 8042განსაკუთრებული ფასი 17,44 GEL რეგულარული ფასი 21,80 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account