Flores Chamomillae - გვირილას ყვავილი 40გ
გვირილას გააჩნია მადეზინფიცირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას და მადას.
პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
გვირილას ყვავილები
FLORES MATRICARIAE
წამლის ფორმა: გვირილას ყვავილები.
შემადგენლობა: ყვავილის კალათები შეიცავს 0,2 - 0,8% ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის ხამაზულენი, ტერპენები, სესკვიტერპენები, კადინენი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიალერგიული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გვირილას გააჩნია მადეზინფიცირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას და მადას. ახდენს სუსტ ატროპინისმაგვარ მოქმედებას, ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმებს.
გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს რეგენერაციის პროცესს და ანელებს ალერგიულ რეაქციებს. ასევე გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სპაზმების დროს, რევმატიზმის, ბრონქიალური ასთმის, ეგზემების, დამწვრობის, კოლიტის საწინააღმდეგოდ.
მომზადების წესი: 10გ (1 სუფრის კოვზი) გვირილას ყვავილებს ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: მიიღება 1 ჩაის კოვზით 4-5-ჯერ დღეში.
აბაზანებისთვის: მომზადებული გაფილტრული ნაყენი შეაზავეთ 10ლ წყლით.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა მცენარის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.
ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
გვერდითი მოვლენები: მითითებული დოზის მიღებისას გვერდითი რეაქციები არ
შეინიშნება.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა
ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა: 40-50-100გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.
1,5გ გვირილას ყვავილები დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების ფილტრ-პაკეტებში. #20 ფილტრ-პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: farconi.ge@gmail.com
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account