სასაჩუქრე ნაკრები

სასაჩუქრე ნაკრებები მათთვის, ვისზეც ყველაზე მეტად ზრუნავ. PSP გთავაზობთ ყველა ასაკის ადრესატისთვის შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებებს. ევროპული, კორეული და ამერიკული ბრენდების თავის მოვლის საშუალებები საშუალებას მოგცემთ მზრუნველობის გამოხატვასთან ერთად, საყვარელ ადამიანებს პრაქტიკული საჩუქარი აჩუქოთ.
სასაჩუქრე ნაკრებები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა კოდალი, ნუქსი, მისშა და ჯუგავი, გვთავაზობენ პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც ორიენტირებულია კაცის, ქალის და ბავშვის ჰიგიენასა და მოვლაზე. აქ აღმოაჩენ, მაღალი ხარისხის კანის, თმის, წვერისა და ტანის მოვლის პროდუქტების ნაკრებებს.
ქალებისთვის
გაანებივრეთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ქალები თავის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებით. ნარჩევი პროდუქტებისგან შექმნილი ქალის სასაჩუქრე ნაკრებები შედგება თავის მოვლის საშუალებებისგან, სუნამოებისგან და რელაქსაციის მთელი რიგი პროდუქტებისგან. ტანის მკვებავი ლოსიონებიდან და ზეთებიდან დაწყებული სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებით და დამამშვიდებელი კრემებით დამთავრებული, თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული რელაქსაციისთვისა და თავდაჯერებულობისთვის. PSP-ს სასაჩუქრე ნაკრებები არის სიყვარულისა და მადლიერების გულწრფელი ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს ადრესატს, დაუთმოს დრო საკუთარ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის - დედის საჩუქრის ასარჩევად კი, გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ შეურჩიო დედას საჩუქარი.
მამაკაცებისთვის
აქ შეხვდები კაცის სასაჩუქრე ნაკრებებსაც, რომლებიც შექმნილია მათი თავის მოვლის რუტინის გასაუმჯობესებლად. ესპანური ბრენდის ლეას სასაჩუქრე ნაკრებებში აღმოაჩენთ შხაპ–გელს, შამპუნს, სახის კრემს, დეოდორანტსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს. მამაკაცის თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი წვერისა და გაპარსვის შემდგომი კანის მოვლაა. მისშას სასაჩუქრე ნაკრები შედგება სპეციალურად შერჩეული შხაპ–გელისგან, შამპუნისაგან და რაც მთავარია, 7 კომპონენტიანი ესენციისგან, რომელიც გამოიყენება გაპარსვის შემდგომ სახის კანის დასამშვიდებლად. მაღალი ხარისხის ბრენდების სასაჩუქრე ყუთი იდეალური საჩუქარია მამაკაცებისთვის, რომელთათვისაც თავის მოვლა დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
ბავშვებისთვის
გაახარეთ პატარები თავის მოვლის საოცარი სასაჩუქრე ნაკრებით. ეს საგულდაგულოდ შერჩეული, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქცია ქმნის ისეთ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც გაახარებს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ნაკრებები მოიცავს, როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე აბაზანის პროდუქტების ნაკრებებს, საწოვარებსა და კანის მოვლის საშუალებებს. სასაჩუქრე ნაკრები დაგეხმარებათ წაახალისოთ თავის მოვლის რუტინა ადრეული ასაკიდან.
შეარჩიე ჯუგავის, ჰესკოტი და აივორის, კოდალისა და სხვა წამყვანი ბრენდების სასაჩუქრე ყუთი PSP.GE-ზე და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ხელის მოვლის ნაკრები Garden 1667განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Payot - პაიო LISSE ნაკრები 2023 7313განსაკუთრებული ფასი 174,00 GEL რეგულარული ფასი 290,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები პრემიუმი თვალი 1163განსაკუთრებული ფასი 216,00 GEL რეგულარული ფასი 360,00 GEL
- Ziaja - ზიაია ნაკრები მამაკაცის 31437განსაკუთრებული ფასი 23,91 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- Sebamed - სებამედი მამაკაცის ნაკრები 3703განსაკუთრებული ფასი 31,23 GEL რეგულარული ფასი 62,45 GEL
- Payot - პაიო Source ნაკრები 0917განსაკუთრებული ფასი 116,94 GEL რეგულარული ფასი 194,90 GEL
- საახალწლო ხელის კრემი Sarra Miller 3 ცალი 30 მლ 8813 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 35,40 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
- სურნელოვანი ჩხირების ნაკრები William Morris 8356 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 81,60 GEL რეგულარული ფასი 136,00 GEL
- ტანის ნაკრები სახლი Cath Kidston 7885 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Missha - მისშა Time Revolution 2 ნაკრები 9788განსაკუთრებული ფასი 125,00 GEL რეგულარული ფასი 250,00 GEL
- Prodigieux ნაკრები თმა 1105 ნუქსი - NUXEგანსაკუთრებული ფასი 101,40 GEL რეგულარული ფასი 169,00 GEL
- ნაკრები ზეთის Coffret prod 1112 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 89,40 GEL რეგულარული ფასი 149,00 GEL
- ნაკრები + სანთელი Prodigieuse 1655 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 117,00 GEL რეგულარული ფასი 195,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account