სასაჩუქრე ნაკრები

სასაჩუქრე ნაკრებები მათთვის, ვისზეც ყველაზე მეტად ზრუნავ. PSP გთავაზობთ ყველა ასაკის ადრესატისთვის შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებებს. ევროპული, კორეული და ამერიკული ბრენდების თავის მოვლის საშუალებები საშუალებას მოგცემთ მზრუნველობის გამოხატვასთან ერთად, საყვარელ ადამიანებს პრაქტიკული საჩუქარი აჩუქოთ.
სასაჩუქრე ნაკრებები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა კოდალი, ნუქსი, მისშა და ჯუგავი, გვთავაზობენ პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც ორიენტირებულია კაცის, ქალის და ბავშვის ჰიგიენასა და მოვლაზე. აქ აღმოაჩენ, მაღალი ხარისხის კანის, თმის, წვერისა და ტანის მოვლის პროდუქტების ნაკრებებს.
ქალებისთვის
გაანებივრეთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ქალები თავის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებით. ნარჩევი პროდუქტებისგან შექმნილი ქალის სასაჩუქრე ნაკრებები შედგება თავის მოვლის საშუალებებისგან, სუნამოებისგან და რელაქსაციის მთელი რიგი პროდუქტებისგან. ტანის მკვებავი ლოსიონებიდან და ზეთებიდან დაწყებული სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებით და დამამშვიდებელი კრემებით დამთავრებული, თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული რელაქსაციისთვისა და თავდაჯერებულობისთვის. PSP-ს სასაჩუქრე ნაკრებები არის სიყვარულისა და მადლიერების გულწრფელი ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს ადრესატს, დაუთმოს დრო საკუთარ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის - დედის საჩუქრის ასარჩევად კი, გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ შეურჩიო დედას საჩუქარი.
მამაკაცებისთვის
აქ შეხვდები კაცის სასაჩუქრე ნაკრებებსაც, რომლებიც შექმნილია მათი თავის მოვლის რუტინის გასაუმჯობესებლად. ესპანური ბრენდის ლეას სასაჩუქრე ნაკრებებში აღმოაჩენთ შხაპ–გელს, შამპუნს, სახის კრემს, დეოდორანტსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს. მამაკაცის თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი წვერისა და გაპარსვის შემდგომი კანის მოვლაა. მისშას სასაჩუქრე ნაკრები შედგება სპეციალურად შერჩეული შხაპ–გელისგან, შამპუნისაგან და რაც მთავარია, 7 კომპონენტიანი ესენციისგან, რომელიც გამოიყენება გაპარსვის შემდგომ სახის კანის დასამშვიდებლად. მაღალი ხარისხის ბრენდების სასაჩუქრე ყუთი იდეალური საჩუქარია მამაკაცებისთვის, რომელთათვისაც თავის მოვლა დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
ბავშვებისთვის
გაახარეთ პატარები თავის მოვლის საოცარი სასაჩუქრე ნაკრებით. ეს საგულდაგულოდ შერჩეული, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქცია ქმნის ისეთ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც გაახარებს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ნაკრებები მოიცავს, როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე აბაზანის პროდუქტების ნაკრებებს, საწოვარებსა და კანის მოვლის საშუალებებს. სასაჩუქრე ნაკრები დაგეხმარებათ წაახალისოთ თავის მოვლის რუტინა ადრეული ასაკიდან.
შეარჩიე ჯუგავის, ჰესკოტი და აივორის, კოდალისა და სხვა წამყვანი ბრენდების სასაჩუქრე ყუთი PSP.GE-ზე და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Lea - ლეა ნაკრები ENERGY AND CARE 5056განსაკუთრებული ფასი 27,42 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- ნაკრები ქალის Gaia 8867 იქსო - XOგანსაკუთრებული ფასი 21,42 GEL რეგულარული ფასი 42,85 GEL
- ნაკრები ქალის Minerva 8836 იქსო - XOგანსაკუთრებული ფასი 21,42 GEL რეგულარული ფასი 42,85 GEL
- ნაკრები Fem. Pear 50 მლ 0844 მილტონი - Miltonგანსაკუთრებული ფასი 31,43 GEL რეგულარული ფასი 62,85 GEL
- თუთას აკნეს ნაკრები 8017 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 52,25 GEL რეგულარული ფასი 104,50 GEL
- ნაკრები Chogongjin Youngan 1933 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 160,00 GEL რეგულარული ფასი 320,00 GEL
- Payot - პაიო სასაჩუქრე ნაკრები პრობლემური და ცხიმიანი კანისთვის 7078განსაკუთრებული ფასი 63,00 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები Sebiaclear კრემი SPF50+ და დასაბანი გელი 3488განსაკუთრებული ფასი 47,00 GEL რეგულარული ფასი 94,00 GEL
- Dalin - დალინი ნაკრები ქალის BELLAVISTA 2721განსაკუთრებული ფასი 19,43 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- Dalin - დალინი ქალის სასაჩუქრე ნაკრები ROMANTIC 662721განსაკუთრებული ფასი 19,43 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- სილამაზის ელექსირის ნაკრები 30 მლ 2024 8733 კოდალი - Caudalieგანსაკუთრებული ფასი 40,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- ნაკრები Vitamin C B3 2871 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 22,43 GEL რეგულარული ფასი 44,85 GEL
- Diamond Skin კომპლექსი 3120 მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 123,00 GEL რეგულარული ფასი 246,00 GEL
- Opti Trio 2024 0801 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 143,67 GEL რეგულარული ფასი 239,45 GEL
- ნაკრები Archipel Duo 2024 0258 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 52,50 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
- ნაკრები ვარდი Coffret 1686 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 93,60 GEL რეგულარული ფასი 144,00 GEL
- ნაკრები კოლაგენი MINI 54624 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 44,49 GEL რეგულარული ფასი 88,97 GEL
- Caudalie - კოდალი სასაჩუქრე ნაკრები VINOPURE 2023 8359განსაკუთრებული ფასი 63,00 GEL რეგულარული ფასი 126,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account