სასაჩუქრე ნაკრები

სასაჩუქრე ნაკრებები მათთვის, ვისზეც ყველაზე მეტად ზრუნავ. PSP გთავაზობთ ყველა ასაკის ადრესატისთვის შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებებს. ევროპული, კორეული და ამერიკული ბრენდების თავის მოვლის საშუალებები საშუალებას მოგცემთ მზრუნველობის გამოხატვასთან ერთად, საყვარელ ადამიანებს პრაქტიკული საჩუქარი აჩუქოთ.
სასაჩუქრე ნაკრებები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა კოდალი, ნუქსი, მისშა და ჯუგავი, გვთავაზობენ პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც ორიენტირებულია კაცის, ქალის და ბავშვის ჰიგიენასა და მოვლაზე. აქ აღმოაჩენ, მაღალი ხარისხის კანის, თმის, წვერისა და ტანის მოვლის პროდუქტების ნაკრებებს.
ქალებისთვის
გაანებივრეთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ქალები თავის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებით. ნარჩევი პროდუქტებისგან შექმნილი ქალის სასაჩუქრე ნაკრებები შედგება თავის მოვლის საშუალებებისგან, სუნამოებისგან და რელაქსაციის მთელი რიგი პროდუქტებისგან. ტანის მკვებავი ლოსიონებიდან და ზეთებიდან დაწყებული სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებით და დამამშვიდებელი კრემებით დამთავრებული, თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული რელაქსაციისთვისა და თავდაჯერებულობისთვის. PSP-ს სასაჩუქრე ნაკრებები არის სიყვარულისა და მადლიერების გულწრფელი ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს ადრესატს, დაუთმოს დრო საკუთარ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის - დედის საჩუქრის ასარჩევად კი, გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ შეურჩიო დედას საჩუქარი.
მამაკაცებისთვის
აქ შეხვდები კაცის სასაჩუქრე ნაკრებებსაც, რომლებიც შექმნილია მათი თავის მოვლის რუტინის გასაუმჯობესებლად. ესპანური ბრენდის ლეას სასაჩუქრე ნაკრებებში აღმოაჩენთ შხაპ–გელს, შამპუნს, სახის კრემს, დეოდორანტსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს. მამაკაცის თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი წვერისა და გაპარსვის შემდგომი კანის მოვლაა. მისშას სასაჩუქრე ნაკრები შედგება სპეციალურად შერჩეული შხაპ–გელისგან, შამპუნისაგან და რაც მთავარია, 7 კომპონენტიანი ესენციისგან, რომელიც გამოიყენება გაპარსვის შემდგომ სახის კანის დასამშვიდებლად. მაღალი ხარისხის ბრენდების სასაჩუქრე ყუთი იდეალური საჩუქარია მამაკაცებისთვის, რომელთათვისაც თავის მოვლა დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
ბავშვებისთვის
გაახარეთ პატარები თავის მოვლის საოცარი სასაჩუქრე ნაკრებით. ეს საგულდაგულოდ შერჩეული, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქცია ქმნის ისეთ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც გაახარებს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ნაკრებები მოიცავს, როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე აბაზანის პროდუქტების ნაკრებებს, საწოვარებსა და კანის მოვლის საშუალებებს. სასაჩუქრე ნაკრები დაგეხმარებათ წაახალისოთ თავის მოვლის რუტინა ადრეული ასაკიდან.
შეარჩიე ჯუგავის, ჰესკოტი და აივორის, კოდალისა და სხვა წამყვანი ბრენდების სასაჩუქრე ყუთი PSP.GE-ზე და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Village11 - ვილაჯ11 Miracle Youth ნაკრები 6222განსაკუთრებული ფასი 77,50 GEL რეგულარული ფასი 155,01 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro Boost ნაკრები 6239განსაკუთრებული ფასი 77,50 GEL რეგულარული ფასი 155,01 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ნაკრები ჰიალურონით Hydration 0613განსაკუთრებული ფასი 54,93 GEL რეგულარული ფასი 109,85 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ნაკრები რეტინოლით Young Forever 0606განსაკუთრებული ფასი 67,43 GEL რეგულარული ფასი 134,85 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Vagues საახალწლო ნაკრები 0012განსაკუთრებული ფასი 72,50 GEL რეგულარული ფასი 145,00 GEL
- Missha - მისშა ნაკრები Artemisia ამპულა და კრემი 3233განსაკუთრებული ფასი 92,46 GEL რეგულარული ფასი 184,93 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები AQUA BUBBLE 1424განსაკუთრებული ფასი 16,92 GEL რეგულარული ფასი 33,85 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები C+D კრემი და შრატი 3098განსაკუთრებული ფასი 21,38 GEL რეგულარული ფასი 42,77 GEL
- Missha - მისშა Time Revolution 2 ნაკრები 9788განსაკუთრებული ფასი 125,00 GEL რეგულარული ფასი 250,00 GEL
- Nuxe - ნუქსი ნაკრები დამატენიანებელი Rich კრემი და 15 მლ კრემი 9158განსაკუთრებული ფასი 35,96 GEL რეგულარული ფასი 59,93 GEL
- Teaology - თიოლოჯი Black Rose ხელისა და ტუჩის ნაკრები 2708განსაკუთრებული ფასი 47,40 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები პრემიუმი თვალი 1163განსაკუთრებული ფასი 216,00 GEL რეგულარული ფასი 360,00 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები Aloe 7641განსაკუთრებული ფასი 13,50 GEL რეგულარული ფასი 26,99 GEL
- Ziaja - ზიაია ნაკრები OLIVE OIL 1589განსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Missha - მისშა Time Revolution ღამის ნაკრები 9795განსაკუთრებული ფასი 125,00 GEL რეგულარული ფასი 250,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra ნაკრები 3PC 3068განსაკუთრებული ფასი 110,79 GEL რეგულარული ფასი 221,58 GEL
- Teaology - თიოლოჯი Matcha ხელის და ტუჩის ნაკრები 2692განსაკუთრებული ფასი 47,40 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- Nuxe - ნუქსი ნაკრები Nuxuriance Gold კრემი და შრატი 5495განსაკუთრებული ფასი 119,81 GEL რეგულარული ფასი 199,68 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account