სასაჩუქრე ნაკრები

სასაჩუქრე ნაკრებები მათთვის, ვისზეც ყველაზე მეტად ზრუნავ. PSP გთავაზობთ ყველა ასაკის ადრესატისთვის შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებებს. ევროპული, კორეული და ამერიკული ბრენდების თავის მოვლის საშუალებები საშუალებას მოგცემთ მზრუნველობის გამოხატვასთან ერთად, საყვარელ ადამიანებს პრაქტიკული საჩუქარი აჩუქოთ.
სასაჩუქრე ნაკრებები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა კოდალი, ნუქსი, მისშა და ჯუგავი, გვთავაზობენ პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც ორიენტირებულია კაცის, ქალის და ბავშვის ჰიგიენასა და მოვლაზე. აქ აღმოაჩენ, მაღალი ხარისხის კანის, თმის, წვერისა და ტანის მოვლის პროდუქტების ნაკრებებს.
ქალებისთვის
გაანებივრეთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ქალები თავის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებით. ნარჩევი პროდუქტებისგან შექმნილი ქალის სასაჩუქრე ნაკრებები შედგება თავის მოვლის საშუალებებისგან, სუნამოებისგან და რელაქსაციის მთელი რიგი პროდუქტებისგან. ტანის მკვებავი ლოსიონებიდან და ზეთებიდან დაწყებული სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებით და დამამშვიდებელი კრემებით დამთავრებული, თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული რელაქსაციისთვისა და თავდაჯერებულობისთვის. PSP-ს სასაჩუქრე ნაკრებები არის სიყვარულისა და მადლიერების გულწრფელი ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს ადრესატს, დაუთმოს დრო საკუთარ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის - დედის საჩუქრის ასარჩევად კი, გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ შეურჩიო დედას საჩუქარი.
მამაკაცებისთვის
აქ შეხვდები კაცის სასაჩუქრე ნაკრებებსაც, რომლებიც შექმნილია მათი თავის მოვლის რუტინის გასაუმჯობესებლად. ესპანური ბრენდის ლეას სასაჩუქრე ნაკრებებში აღმოაჩენთ შხაპ–გელს, შამპუნს, სახის კრემს, დეოდორანტსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს. მამაკაცის თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი წვერისა და გაპარსვის შემდგომი კანის მოვლაა. მისშას სასაჩუქრე ნაკრები შედგება სპეციალურად შერჩეული შხაპ–გელისგან, შამპუნისაგან და რაც მთავარია, 7 კომპონენტიანი ესენციისგან, რომელიც გამოიყენება გაპარსვის შემდგომ სახის კანის დასამშვიდებლად. მაღალი ხარისხის ბრენდების სასაჩუქრე ყუთი იდეალური საჩუქარია მამაკაცებისთვის, რომელთათვისაც თავის მოვლა დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
ბავშვებისთვის
გაახარეთ პატარები თავის მოვლის საოცარი სასაჩუქრე ნაკრებით. ეს საგულდაგულოდ შერჩეული, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქცია ქმნის ისეთ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც გაახარებს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ნაკრებები მოიცავს, როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე აბაზანის პროდუქტების ნაკრებებს, საწოვარებსა და კანის მოვლის საშუალებებს. სასაჩუქრე ნაკრები დაგეხმარებათ წაახალისოთ თავის მოვლის რუტინა ადრეული ასაკიდან.
შეარჩიე ჯუგავის, ჰესკოტი და აივორის, კოდალისა და სხვა წამყვანი ბრენდების სასაჩუქრე ყუთი PSP.GE-ზე და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Teaology - თიოლოჯი Matcha ნაკრები 2023 5631განსაკუთრებული ფასი 56,40 GEL რეგულარული ფასი 94,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach ნაკრები 2023 5594განსაკუთრებული ფასი 95,40 GEL რეგულარული ფასი 159,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Matcha თმის ნაკრები 2023 2944განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Matcha Firming ნაკრები 5587განსაკუთრებული ფასი 104,40 GEL რეგულარული ფასი 174,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Vitamin C ნაკრები 2023 5624განსაკუთრებული ფასი 57,00 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Hyaluronic ნაკრები 2023 5617განსაკუთრებული ფასი 54,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Kombucha ნაკრები 2023 5570განსაკუთრებული ფასი 108,00 GEL რეგულარული ფასი 180,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Hydraglow ნაკრები 5006განსაკუთრებული ფასი 70,80 GEL რეგულარული ფასი 118,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Happy ტანის ნაკრები 5419განსაკუთრებული ფასი 47,96 GEL რეგულარული ფასი 79,93 GEL
- Teaology - თიოლოჯი Matcha ხელის და ტუჩის ნაკრები 2692განსაკუთრებული ფასი 47,40 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach ნაკრები 5327განსაკუთრებული ფასი 63,00 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account