სასაჩუქრე ნაკრები

სასაჩუქრე ნაკრებები მათთვის, ვისზეც ყველაზე მეტად ზრუნავ. PSP გთავაზობთ ყველა ასაკის ადრესატისთვის შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებებს. ევროპული, კორეული და ამერიკული ბრენდების თავის მოვლის საშუალებები საშუალებას მოგცემთ მზრუნველობის გამოხატვასთან ერთად, საყვარელ ადამიანებს პრაქტიკული საჩუქარი აჩუქოთ.
სასაჩუქრე ნაკრებები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა კოდალი, ნუქსი, მისშა და ჯუგავი, გვთავაზობენ პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც ორიენტირებულია კაცის, ქალის და ბავშვის ჰიგიენასა და მოვლაზე. აქ აღმოაჩენ, მაღალი ხარისხის კანის, თმის, წვერისა და ტანის მოვლის პროდუქტების ნაკრებებს.
ქალებისთვის
გაანებივრეთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ქალები თავის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებით. ნარჩევი პროდუქტებისგან შექმნილი ქალის სასაჩუქრე ნაკრებები შედგება თავის მოვლის საშუალებებისგან, სუნამოებისგან და რელაქსაციის მთელი რიგი პროდუქტებისგან. ტანის მკვებავი ლოსიონებიდან და ზეთებიდან დაწყებული სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებით და დამამშვიდებელი კრემებით დამთავრებული, თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული რელაქსაციისთვისა და თავდაჯერებულობისთვის. PSP-ს სასაჩუქრე ნაკრებები არის სიყვარულისა და მადლიერების გულწრფელი ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს ადრესატს, დაუთმოს დრო საკუთარ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის - დედის საჩუქრის ასარჩევად კი, გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ შეურჩიო დედას საჩუქარი.
მამაკაცებისთვის
აქ შეხვდები კაცის სასაჩუქრე ნაკრებებსაც, რომლებიც შექმნილია მათი თავის მოვლის რუტინის გასაუმჯობესებლად. ესპანური ბრენდის ლეას სასაჩუქრე ნაკრებებში აღმოაჩენთ შხაპ–გელს, შამპუნს, სახის კრემს, დეოდორანტსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს. მამაკაცის თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი წვერისა და გაპარსვის შემდგომი კანის მოვლაა. მისშას სასაჩუქრე ნაკრები შედგება სპეციალურად შერჩეული შხაპ–გელისგან, შამპუნისაგან და რაც მთავარია, 7 კომპონენტიანი ესენციისგან, რომელიც გამოიყენება გაპარსვის შემდგომ სახის კანის დასამშვიდებლად. მაღალი ხარისხის ბრენდების სასაჩუქრე ყუთი იდეალური საჩუქარია მამაკაცებისთვის, რომელთათვისაც თავის მოვლა დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
ბავშვებისთვის
გაახარეთ პატარები თავის მოვლის საოცარი სასაჩუქრე ნაკრებით. ეს საგულდაგულოდ შერჩეული, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქცია ქმნის ისეთ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც გაახარებს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ნაკრებები მოიცავს, როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე აბაზანის პროდუქტების ნაკრებებს, საწოვარებსა და კანის მოვლის საშუალებებს. სასაჩუქრე ნაკრები დაგეხმარებათ წაახალისოთ თავის მოვლის რუტინა ადრეული ასაკიდან.
შეარჩიე ჯუგავის, ჰესკოტი და აივორის, კოდალისა და სხვა წამყვანი ბრენდების სასაჩუქრე ყუთი PSP.GE-ზე და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Algologie - ალგოლოჟი Rivage საახალწლო ნაკრები 0036განსაკუთრებული ფასი 84,50 GEL რეგულარული ფასი 169,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Jardin Marin საახალწლო ნაკრები 0029განსაკუთრებული ფასი 70,50 GEL რეგულარული ფასი 141,00 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები ALOE 1226განსაკუთრებული ფასი 16,92 GEL რეგულარული ფასი 33,85 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები KOMBUCHA 0823განსაკუთრებული ფასი 17,93 GEL რეგულარული ფასი 35,85 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები AQUA BUBBLE 1424განსაკუთრებული ფასი 16,92 GEL რეგულარული ფასი 33,85 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები C+D+E კრემი და ქაფი 3104განსაკუთრებული ფასი 18,42 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები C+D კრემი და შრატი 3098განსაკუთრებული ფასი 21,38 GEL რეგულარული ფასი 42,77 GEL
- Lirene - ლირენე ნაკრები OPUNTI 3135განსაკუთრებული ფასი 18,42 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Sebamed - სებამედი ნაკრები 5911განსაკუთრებული ფასი 16,51 GEL რეგულარული ფასი 33,02 GEL
- Teaology - თიოლოჯი Bancha ნაკრები 5426განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Black Rose ხელისა და ტუჩის ნაკრები 2708განსაკუთრებული ფასი 47,40 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- ნაკრები 2024 Vagues 0302 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 68,00 GEL რეგულარული ფასი 136,00 GEL
- Prodigieuse ნაკრები ზეთი 1648 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 49,07 GEL რეგულარული ფასი 75,50 GEL
- ნაკრები ზეთის Huile floral 1624 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 93,60 GEL რეგულარული ფასი 144,00 GEL
- ნაკრები სუნამო Coffret 1662 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 104,00 GEL რეგულარული ფასი 160,00 GEL
- ნაკრები Jing საშუალო 2024 4518 რიტუალსი - Ritualsგანსაკუთრებული ფასი 124,00 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- ტანის ნაკრები ყუთით Merry and Wild 100 მლ 8622 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account