სასაჩუქრე ნაკრები

სასაჩუქრე ნაკრებები მათთვის, ვისზეც ყველაზე მეტად ზრუნავ. PSP გთავაზობთ ყველა ასაკის ადრესატისთვის შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებებს. ევროპული, კორეული და ამერიკული ბრენდების თავის მოვლის საშუალებები საშუალებას მოგცემთ მზრუნველობის გამოხატვასთან ერთად, საყვარელ ადამიანებს პრაქტიკული საჩუქარი აჩუქოთ.
სასაჩუქრე ნაკრებები ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა კოდალი, ნუქსი, მისშა და ჯუგავი, გვთავაზობენ პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც ორიენტირებულია კაცის, ქალის და ბავშვის ჰიგიენასა და მოვლაზე. აქ აღმოაჩენ, მაღალი ხარისხის კანის, თმის, წვერისა და ტანის მოვლის პროდუქტების ნაკრებებს.
ქალებისთვის
გაანებივრეთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ქალები თავის მოვლის სასაჩუქრე ნაკრებით. ნარჩევი პროდუქტებისგან შექმნილი ქალის სასაჩუქრე ნაკრებები შედგება თავის მოვლის საშუალებებისგან, სუნამოებისგან და რელაქსაციის მთელი რიგი პროდუქტებისგან. ტანის მკვებავი ლოსიონებიდან და ზეთებიდან დაწყებული სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებით და დამამშვიდებელი კრემებით დამთავრებული, თითოეული ნივთი საგულდაგულოდ არის შერჩეული რელაქსაციისთვისა და თავდაჯერებულობისთვის. PSP-ს სასაჩუქრე ნაკრებები არის სიყვარულისა და მადლიერების გულწრფელი ჟესტი, რომელიც ხელს უწყობს ადრესატს, დაუთმოს დრო საკუთარ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის - დედის საჩუქრის ასარჩევად კი, გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ შეურჩიო დედას საჩუქარი.
მამაკაცებისთვის
აქ შეხვდები კაცის სასაჩუქრე ნაკრებებსაც, რომლებიც შექმნილია მათი თავის მოვლის რუტინის გასაუმჯობესებლად. ესპანური ბრენდის ლეას სასაჩუქრე ნაკრებებში აღმოაჩენთ შხაპ–გელს, შამპუნს, სახის კრემს, დეოდორანტსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს. მამაკაცის თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი წვერისა და გაპარსვის შემდგომი კანის მოვლაა. მისშას სასაჩუქრე ნაკრები შედგება სპეციალურად შერჩეული შხაპ–გელისგან, შამპუნისაგან და რაც მთავარია, 7 კომპონენტიანი ესენციისგან, რომელიც გამოიყენება გაპარსვის შემდგომ სახის კანის დასამშვიდებლად. მაღალი ხარისხის ბრენდების სასაჩუქრე ყუთი იდეალური საჩუქარია მამაკაცებისთვის, რომელთათვისაც თავის მოვლა დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
ბავშვებისთვის
გაახარეთ პატარები თავის მოვლის საოცარი სასაჩუქრე ნაკრებით. ეს საგულდაგულოდ შერჩეული, ბავშვებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქცია ქმნის ისეთ სასაჩუქრე ნაკრებებს, რომლებიც გაახარებს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ნაკრებები მოიცავს, როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე აბაზანის პროდუქტების ნაკრებებს, საწოვარებსა და კანის მოვლის საშუალებებს. სასაჩუქრე ნაკრები დაგეხმარებათ წაახალისოთ თავის მოვლის რუტინა ადრეული ასაკიდან.
შეარჩიე ჯუგავის, ჰესკოტი და აივორის, კოდალისა და სხვა წამყვანი ბრენდების სასაჩუქრე ყუთი PSP.GE-ზე და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი საპნების ნაკრები მარწყვი და ლავანდა 4228განსაკუთრებული ფასი 14,90 GEL რეგულარული ფასი 24,83 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი საპნების ნაკრები ვარდი 20X4 გ 0826განსაკუთრებული ფასი 20,09 GEL რეგულარული ფასი 33,48 GEL
- Algologie - ალგოლოჟი ნაკრები VAGUE TRAVEL 9883განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 84,00 GEL
- Missha - მისშა Time Revolution ღამის ნაკრები 9795განსაკუთრებული ფასი 125,00 GEL რეგულარული ფასი 250,00 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები C20 + კოლაგენი + B3 3709განსაკუთრებული ფასი 96,00 GEL რეგულარული ფასი 192,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები Lift Integral დღისა და ღამის კრემი 0548განსაკუთრებული ფასი 138,00 GEL რეგულარული ფასი 230,00 GEL
- სახის და ტანის ნაკრები Kit 0296 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- ნაკრები Archipel Duo 2024 0258 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 52,50 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
- ნაკრები Fem. Pear 50 მლ 0844 მილტონი - Miltonგანსაკუთრებული ფასი 37,71 GEL რეგულარული ფასი 62,85 GEL
- ტუჩის ნაკრები Glow 7350 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 14,16 GEL რეგულარული ფასი 28,31 GEL
- საახალწლო კალენდარი William Morris 2024 8271 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 132,00 GEL რეგულარული ფასი 220,00 GEL
- ტანის ნაკრები ვარსკვლავი Cath Kidston 8929 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 46,20 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- სამგზავრო ნაკრები Cath Kidston 2674 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 63,00 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
- ნაკრები ვარდი Coffret 1686 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 86,40 GEL რეგულარული ფასი 144,00 GEL
- საახალწლო ნაკრები 9999 ავენი - Aveneგანსაკუთრებული ფასი 126,10 GEL რეგულარული ფასი 194,00 GEL
- Missha - მისშა ნაკრები Chogongjin Geumsul 2 ცალი 2060განსაკუთრებული ფასი 98,96 GEL რეგულარული ფასი 197,92 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account