პირის ღრუს მოვლა

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის ჩვევების შემუშავება აუცილებელია სტომატოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ამასთან საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. პირის ღრუს თანმიმდევრული და სათანადო მოვლა დაგეხმარებათ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
პირის ღრუს ჰიგიენა მოიცავს კბილების მინიმუმ ორჯერ დღეში გახეხვას, სასურველია ჭამის შემდეგ, და კბილის ძაფით გაწმენდას დღეში ერთხელ. კბილის ჯაგრისით წმენდა აშორებს საკვების ნაწილაკებს და ნადებს კბილების ზედაპირიდან, ხოლო ძაფით გაწმენდა ხელს უწყობს კბილებს შორის ისეთი ადგილების წმენდას, რომელიც რთულად მისაღწევია კბილის ჯაგრისისთვის.
თვალისმომჭრელი ღიმილისთვის, მნიშვნელოვანია კბილის ჯაგრისის სწორი შერჩევა. ელექტრო ჯაგრისები ეფექტური და მოსახერხებელია პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად. ელექტრო ჯაგრისი უმკლავდება ნადებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ასუფთავებს ღრძილების ლორწოვან გარსს, აღწევს ძნელად მისადგომ ადგილებში და ადვილად აპრიალებს კბილის მინანქარს. აუცილებელია მაღალი ხარისხის ელექტრო კბილის ჯაგრისის არჩევა და მისი სწორად გამოყენება, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ ეფექტიანობა და ხელი შეუწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობას.
პირის ღრუს მოვლისას რეკომენდებულია გამოვიყენოთ ფტორის შემცველი კბილის პასტა. ფტორი არის მინერალი, რომელიც აძლიერებს კბილის მინანქარს და ხელს უშლის კბილების დაზიანებას. მისი გამოყენება პირის ღრუს ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია.
PSP.GE-ზე შეხვდები მგრძნობიარე კბილებისთვის, მათეთრებელი ეფექტის მქონე და სხვა პრობლემაზე ორიენტირებულ კბილის პასტას, რომელიც მოგცემს საშუალებას მოუარო პირის ღრუს შენზე მორგებული პროდუქტებით. ხოლო, თუ გაინტერესებს როგორ გაითეთრო კბილები სახლის პირობებში, გაეცანი ჩვენს ბლოგს.
მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს სავლები საშუალება შეიძლება სასარგებლო იყოს პირის ღრუს ჰიგიენისთვის, აუცილებელია მისი გამოყენება მითითებების შესაბამისად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აირჩიოთ პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს პირის ღრუს ჯანმრთელობის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და პრეფერენციებს.
ბავშვების პირის ღრუს მოვლა
ბავშვებში პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა აუცილებელია მათი ჯანსაღი კბილებისთვის. პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს პირველი კბილის ამოსვლისთანავე, როგორც წესი, დაახლოებით ექვსი თვის ასაკში. კბილების ამოსვლამდეც კი, აუცილებელია კვების შემდეგ ღრძილების ნაზად გაწმენდა, რათა დაიცვა ბაქტერიებისგან და ხელი შეუშალო ნადების დაგროვებას.
ბავშვთა კბილის ჯაგრისები სპეციალურად შექმნილია მცირეწლოვანი ბავშვების პირის ღრუს ჰიგიენის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სპეციალური დიზაინი კი, მორგებულია ბავშვების პატარა პირსა და განვითარებად კბილებზე, რათა დაიცვას ღრძილები და მინანქარი დაზიანებისგან. რბილი ჯაგრისი ეფექტურად აშორებს ნადებსა და საკვების ნაწილაკებს პირის ღრუს დელიკატური ქსოვილების დაზიანების გარეშე.
აღმოაჩინე პირის ღრუს მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი PSP.GE–ზე. ნებისმიერი ასაკისთვის განკუთვნილი პროდუქცია ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებისგან. აქ აღმოაჩენ შენს საჭიროებებზე მორგებულ ჯაგრისს, პირის ღრუს სავლებს, კბილის პასტასა და პირის ღრუს ირიგატორს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Splat - სპლატი პირის ღრუს სავლები სამკურნალო მცენარეებიგანსაკუთრებული ფასი 7,46 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Splat - სპლატი პირის ღრუს სავლები sensitive 275 მლ 9999განსაკუთრებული ფასი 7,46 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Unisept - უნისეპტი პირის ღრუს სავლები 250მლგანსაკუთრებული ფასი 33,25 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Biorepair - ბიორეპაირი კბილის პასტა აქტიური დაცვა 75 მლ 8694განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Unident - უნიდენტი მათეთრებელი კბილის პასტა 100მლ 3174განსაკუთრებული ფასი 30,40 GEL რეგულარული ფასი 32,00 GEL
- Curasept - კურასეპტი კბილის პასტა Frozen Mint 75 მლ 3282განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Dr. Wild - დოქტორ ვაილდი ემოფორმ კბილის პასტა დაცვა 75მლ 1792განსაკუთრებული ფასი 18,48 GEL რეგულარული ფასი 36,95 GEL
- Dr. Wild - დოქტორ ვაილდი ემოფლურ პირის ღრუს სავლები ყოველდღიური მოვლა 2423განსაკუთრებული ფასი 31,47 GEL რეგულარული ფასი 62,95 GEL
- Silver care - სილვერქეა კბილის პასტა მგრძნობიარე ღრძილებისთვის75 მლ. 4505განსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Silver care - სილვერქეა კბილის პასტა გამათეთრებელი 75მლ. 4504განსაკუთრებული ფასი 6,87 GEL რეგულარული ფასი 13,75 GEL
- Elgydium - ელგიდიუმი კბილის პასტა SENSITIVE 75მლგანსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account