პირის ღრუს მოვლა

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის ჩვევების შემუშავება აუცილებელია სტომატოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ამასთან საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. პირის ღრუს თანმიმდევრული და სათანადო მოვლა დაგეხმარებათ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
პირის ღრუს ჰიგიენა მოიცავს კბილების მინიმუმ ორჯერ დღეში გახეხვას, სასურველია ჭამის შემდეგ, და კბილის ძაფით გაწმენდას დღეში ერთხელ. კბილის ჯაგრისით წმენდა აშორებს საკვების ნაწილაკებს და ნადებს კბილების ზედაპირიდან, ხოლო ძაფით გაწმენდა ხელს უწყობს კბილებს შორის ისეთი ადგილების წმენდას, რომელიც რთულად მისაღწევია კბილის ჯაგრისისთვის.
თვალისმომჭრელი ღიმილისთვის, მნიშვნელოვანია კბილის ჯაგრისის სწორი შერჩევა. ელექტრო ჯაგრისები ეფექტური და მოსახერხებელია პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად. ელექტრო ჯაგრისი უმკლავდება ნადებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ასუფთავებს ღრძილების ლორწოვან გარსს, აღწევს ძნელად მისადგომ ადგილებში და ადვილად აპრიალებს კბილის მინანქარს. აუცილებელია მაღალი ხარისხის ელექტრო კბილის ჯაგრისის არჩევა და მისი სწორად გამოყენება, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ ეფექტიანობა და ხელი შეუწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობას.
პირის ღრუს მოვლისას რეკომენდებულია გამოვიყენოთ ფტორის შემცველი კბილის პასტა. ფტორი არის მინერალი, რომელიც აძლიერებს კბილის მინანქარს და ხელს უშლის კბილების დაზიანებას. მისი გამოყენება პირის ღრუს ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია.
PSP.GE-ზე შეხვდები მგრძნობიარე კბილებისთვის, მათეთრებელი ეფექტის მქონე და სხვა პრობლემაზე ორიენტირებულ კბილის პასტას, რომელიც მოგცემს საშუალებას მოუარო პირის ღრუს შენზე მორგებული პროდუქტებით. ხოლო, თუ გაინტერესებს როგორ გაითეთრო კბილები სახლის პირობებში, გაეცანი ჩვენს ბლოგს.
მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს სავლები საშუალება შეიძლება სასარგებლო იყოს პირის ღრუს ჰიგიენისთვის, აუცილებელია მისი გამოყენება მითითებების შესაბამისად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აირჩიოთ პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს პირის ღრუს ჯანმრთელობის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და პრეფერენციებს.
ბავშვების პირის ღრუს მოვლა
ბავშვებში პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა აუცილებელია მათი ჯანსაღი კბილებისთვის. პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს პირველი კბილის ამოსვლისთანავე, როგორც წესი, დაახლოებით ექვსი თვის ასაკში. კბილების ამოსვლამდეც კი, აუცილებელია კვების შემდეგ ღრძილების ნაზად გაწმენდა, რათა დაიცვა ბაქტერიებისგან და ხელი შეუშალო ნადების დაგროვებას.
ბავშვთა კბილის ჯაგრისები სპეციალურად შექმნილია მცირეწლოვანი ბავშვების პირის ღრუს ჰიგიენის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სპეციალური დიზაინი კი, მორგებულია ბავშვების პატარა პირსა და განვითარებად კბილებზე, რათა დაიცვას ღრძილები და მინანქარი დაზიანებისგან. რბილი ჯაგრისი ეფექტურად აშორებს ნადებსა და საკვების ნაწილაკებს პირის ღრუს დელიკატური ქსოვილების დაზიანების გარეშე.
აღმოაჩინე პირის ღრუს მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი PSP.GE–ზე. ნებისმიერი ასაკისთვის განკუთვნილი პროდუქცია ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებისგან. აქ აღმოაჩენ შენს საჭიროებებზე მორგებულ ჯაგრისს, პირის ღრუს სავლებს, კბილის პასტასა და პირის ღრუს ირიგატორს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Chlorhexil - ქლორჰექსილი სავლები 250მლ 7837განსაკუთრებული ფასი 34,20 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Chlorhexil - ქლორჰექსილი კბილის პასტა 100 მლ 5161განსაკუთრებული ფასი 26,60 GEL რეგულარული ფასი 28,00 GEL
- Intermed - ინტერმედი კბილის ჯაგრისი პროფესიონალური MEDIUM 5024განსაკუთრებული ფასი 19,95 GEL რეგულარული ფასი 21,00 GEL
- Intermed - ინტერმედი კბილის ჯაგრისი პროფესიონალური SOFT 5031განსაკუთრებული ფასი 19,95 GEL რეგულარული ფასი 21,00 GEL
- Unisept - უნისეპტი კბილის პასტა იმპლანტი 100მლ 9948განსაკუთრებული ფასი 30,40 GEL რეგულარული ფასი 32,00 GEL
- Intermed - ინტერმედი კბილის ჯაგრისი MEDIUM მელნისფერი 1576განსაკუთრებული ფასი 19,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- CalmoDent - კალმოდენტი მინანქრის აღსადგენი გელი 75მლგანსაკუთრებული ფასი 44,65 GEL რეგულარული ფასი 47,00 GEL
- Intermed - ინტერმედი კბილის ჯაგრისი SOFT ლურჯი 1569განსაკუთრებული ფასი 19,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Chlorhexil - ქლორჰექსილი სავლები 0.2% 250მლგანსაკუთრებული ფასი 34,20 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Periofix - პერიოფიქსი სავლები 0.20% 250მლგანსაკუთრებული ფასი 38,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Unisept - უნისეპტი კბილთაშუა ჯაგრისი 1.0 5834განსაკუთრებული ფასი 25,65 GEL რეგულარული ფასი 27,00 GEL
- Chlorhexil - ქლორჰექსილი ექსტრა სავლები 250მლგანსაკუთრებული ფასი 34,20 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Unisept - უნისეპტი იმპლანტის პირის ღრუს სავლები 250მლგანსაკუთრებული ფასი 38,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Unisept - უნისეპტი კბილის პასტა 100მლ 8903განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Intermed - ინტერმედი კბილის ჯაგრისი MEDIUM შავი1477განსაკუთრებული ფასი 19,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Intermed - ინტერმედი კბილის ჯაგრისი EXTRA SOFT 1460განსაკუთრებული ფასი 19,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- ქლორჰექსილი - Chlorhexil 0.2% 250 მლ სავლებიგანსაკუთრებული ფასი 34,20 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Unisept - უნისეპტი კბილთაშუა ჯაგრისი 0.6მმ 5940განსაკუთრებული ფასი 25,65 GEL რეგულარული ფასი 27,00 GEL
- Unisept - უნისეპტი კბილთაშუა ჯაგრისი 0.7მმ 5827განსაკუთრებული ფასი 25,65 GEL რეგულარული ფასი 27,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account