პირის ღრუს მოვლა

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის ჩვევების შემუშავება აუცილებელია სტომატოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ამასთან საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. პირის ღრუს თანმიმდევრული და სათანადო მოვლა დაგეხმარებათ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
პირის ღრუს ჰიგიენა მოიცავს კბილების მინიმუმ ორჯერ დღეში გახეხვას, სასურველია ჭამის შემდეგ, და კბილის ძაფით გაწმენდას დღეში ერთხელ. კბილის ჯაგრისით წმენდა აშორებს საკვების ნაწილაკებს და ნადებს კბილების ზედაპირიდან, ხოლო ძაფით გაწმენდა ხელს უწყობს კბილებს შორის ისეთი ადგილების წმენდას, რომელიც რთულად მისაღწევია კბილის ჯაგრისისთვის.
თვალისმომჭრელი ღიმილისთვის, მნიშვნელოვანია კბილის ჯაგრისის სწორი შერჩევა. ელექტრო ჯაგრისები ეფექტური და მოსახერხებელია პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად. ელექტრო ჯაგრისი უმკლავდება ნადებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ასუფთავებს ღრძილების ლორწოვან გარსს, აღწევს ძნელად მისადგომ ადგილებში და ადვილად აპრიალებს კბილის მინანქარს. აუცილებელია მაღალი ხარისხის ელექტრო კბილის ჯაგრისის არჩევა და მისი სწორად გამოყენება, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ ეფექტიანობა და ხელი შეუწყოთ პირის ღრუს ჯანმრთელობას.
პირის ღრუს მოვლისას რეკომენდებულია გამოვიყენოთ ფტორის შემცველი კბილის პასტა. ფტორი არის მინერალი, რომელიც აძლიერებს კბილის მინანქარს და ხელს უშლის კბილების დაზიანებას. მისი გამოყენება პირის ღრუს ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია.
PSP.GE-ზე შეხვდები მგრძნობიარე კბილებისთვის, მათეთრებელი ეფექტის მქონე და სხვა პრობლემაზე ორიენტირებულ კბილის პასტას, რომელიც მოგცემს საშუალებას მოუარო პირის ღრუს შენზე მორგებული პროდუქტებით. ხოლო, თუ გაინტერესებს როგორ გაითეთრო კბილები სახლის პირობებში, გაეცანი ჩვენს ბლოგს.
მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს სავლები საშუალება შეიძლება სასარგებლო იყოს პირის ღრუს ჰიგიენისთვის, აუცილებელია მისი გამოყენება მითითებების შესაბამისად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აირჩიოთ პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს პირის ღრუს ჯანმრთელობის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და პრეფერენციებს.
ბავშვების პირის ღრუს მოვლა
ბავშვებში პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა აუცილებელია მათი ჯანსაღი კბილებისთვის. პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს პირველი კბილის ამოსვლისთანავე, როგორც წესი, დაახლოებით ექვსი თვის ასაკში. კბილების ამოსვლამდეც კი, აუცილებელია კვების შემდეგ ღრძილების ნაზად გაწმენდა, რათა დაიცვა ბაქტერიებისგან და ხელი შეუშალო ნადების დაგროვებას.
ბავშვთა კბილის ჯაგრისები სპეციალურად შექმნილია მცირეწლოვანი ბავშვების პირის ღრუს ჰიგიენის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სპეციალური დიზაინი კი, მორგებულია ბავშვების პატარა პირსა და განვითარებად კბილებზე, რათა დაიცვას ღრძილები და მინანქარი დაზიანებისგან. რბილი ჯაგრისი ეფექტურად აშორებს ნადებსა და საკვების ნაწილაკებს პირის ღრუს დელიკატური ქსოვილების დაზიანების გარეშე.
აღმოაჩინე პირის ღრუს მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი PSP.GE–ზე. ნებისმიერი ასაკისთვის განკუთვნილი პროდუქცია ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებისგან. აქ აღმოაჩენ შენს საჭიროებებზე მორგებულ ჯაგრისს, პირის ღრუს სავლებს, კბილის პასტასა და პირის ღრუს ირიგატორს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Silver care - სილვერქეა კბილის ჯაგრისი რბილი+სათადარიგო თავი 4336განსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- Piave - პიავე კბილის ჯაგრისი მედიუმი 5161განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Piave - პიავე კბილის ჯაგრისი ნადების კონტროლი 5161განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Piave - პიავე კბილის ჯაგრისი ისოდენტ პაროდონტალი 7319განსაკუთრებული ფასი 5,40 GEL რეგულარული ფასი 10,80 GEL
- Piave - პიავე კბილის ჯაგრისი ისოდენტი რბილი 7320განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Piave - პიავე კბილის ჯაგრისი Dentonet ორთოდონტული 6246განსაკუთრებული ფასი 2,50 GEL რეგულარული ფასი 5,00 GEL
- Piave - პიავე კბილის ჯაგრისი სილვაქეა სენსიტივი 4352განსაკუთრებული ფასი 6,97 GEL რეგულარული ფასი 13,95 GEL
- Silver Care - სილვერქეა კბილის ჯაგრისი კბილთაშუა დიდი 4126განსაკუთრებული ფასი 8,37 GEL რეგულარული ფასი 16,75 GEL
- Silver care - სილვერქეა კბილის ჯაგრისი კბილთაშუა ულტრათხელი 4121განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Piave - პიავე კბილის ჯაგრისი OXYGE სოფთი 5520განსაკუთრებული ფასი 4,75 GEL რეგულარული ფასი 9,50 GEL
- Isodent - ისოდენტი კბილის ჯაგრისი კბილთაშუა ულტრა 7121განსაკუთრებული ფასი 8,75 GEL რეგულარული ფასი 17,50 GEL
- Isodent - ისოდენტი კბილის ჯაგრისი კბილთაშუა თხელიგანსაკუთრებული ფასი 8,75 GEL რეგულარული ფასი 17,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account