მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ნეპტა - Nepta ნაზალური სპრეი 0.05% 140 დოზაგანსაკუთრებული ფასი 28,73 GEL რეგულარული ფასი 39,90 GEL
- მიროლიპი - MiroLip 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 27,72 GEL რეგულარული ფასი 41,13 GEL
- ვიტანური ყელის სპრეი 30მლგანსაკუთრებული ფასი 23,78 GEL რეგულარული ფასი 33,03 GEL
- სუმარინი სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 27,02 GEL რეგულარული ფასი 37,53 GEL
- ტრიმეკორი MR - Trimecor MR 35მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,10 GEL რეგულარული ფასი 52,20 GEL
- სულციდი - Sulcid 1.5გ და 3.5მლ გამხსნელით 1 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 12,10 GEL რეგულარული ფასი 16,81 GEL
- თიოკასი მონო - Tiyokas Mono გელი 12.5მგ/გ 60გგანსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 32,64 GEL
- Satrovin - სატროვინი შუშხუნა ტაბლეტი 20 ცალიგანსაკუთრებული ფასი 15,13 GEL რეგულარული ფასი 21,02 GEL
- Mirobil - მირობილი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 28,73 GEL რეგულარული ფასი 39,90 GEL
- Aknetrent - აკნეტრენტი 10მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 10,73 GEL რეგულარული ფასი 14,90 GEL
- Etothem - ეტოთემი კრემი 50გგანსაკუთრებული ფასი 21,68 GEL რეგულარული ფასი 30,11 GEL
- სინორესტი ცხვირის და წიაღისეულის სავლები 20 პაკეტი და ბოთლიგანსაკუთრებული ფასი 31,88 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- დენეფრინი ხსნარი 500მლგანსაკუთრებული ფასი 51,84 GEL რეგულარული ფასი 64,80 GEL
- Alicid - ალიციდი კრემი 1% 30გგანსაკუთრებული ფასი 19,51 GEL რეგულარული ფასი 27,10 GEL
- Zylotra - ზილოტრა თვალის წვეთები 5მგ+3მგ/მლ 5მლგანსაკუთრებული ფასი 15,20 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- Depores - დეპორეს ფრი თვალის წვეთები 0.05% 5.5მლგანსაკუთრებული ფასი 58,40 GEL რეგულარული ფასი 73,00 GEL
- Deviton - დევიტონი ხსნარი 200მლგანსაკუთრებული ფასი 36,04 GEL რეგულარული ფასი 45,05 GEL
- Renefrin - რენეფრინი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 37,60 GEL რეგულარული ფასი 47,00 GEL
- Diflucort Plus - დიფლუკორტი პლუსი კრემი 15გგანსაკუთრებული ფასი 26,26 GEL რეგულარული ფასი 32,83 GEL
- Fungosil - ფუნგოსილი სპრეი 1% 30მლგანსაკუთრებული ფასი 28,48 GEL რეგულარული ფასი 35,60 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account