მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- მეტოკლოპრამიდი - Metoclopramid 10მგ 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 3,80 GEL რეგულარული ფასი 5,28 GEL
- ბიოლანდი ჯუნიორი ვიტამინი D3 10მლგანსაკუთრებული ფასი 21,56 GEL რეგულარული ფასი 29,95 GEL
- ბიოფლუ ბეიბი - BioFlu Baby 120მგ/5მლ სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 11,30 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- პანცებილი - Panzcebil 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 16,70 GEL რეგულარული ფასი 23,20 GEL
- ბიქსტონიმი ქსილო - Bixtonim XYLO 0.5მგ/მლ 10მლგანსაკუთრებული ფასი 7,07 GEL რეგულარული ფასი 9,82 GEL
- ბიქსტონიმი ქსილო - Bixtonim XYLO სპრეი 1მგ/მლ 10მლგანსაკუთრებული ფასი 9,95 GEL რეგულარული ფასი 13,82 GEL
- ალიმოვიტი 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 39,88 GEL რეგულარული ფასი 49,85 GEL
- სანგლუკანი 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 40,08 GEL რეგულარული ფასი 50,10 GEL
- კორილი რბილი კაფს.500მგ N30განსაკუთრებული ფასი 66,03 GEL რეგულარული ფასი 82,54 GEL
- Bronchodil - ბრონქოდილი 30მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 6,75 GEL რეგულარული ფასი 8,44 GEL
- Ketanov - კეტანოვი 10მგ. 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 9,41 GEL რეგულარული ფასი 13,07 GEL
- Sanience D3 sprey - სანიენსი D3 250დოზა 50მლ სპრეიგანსაკუთრებული ფასი 90,08 GEL რეგულარული ფასი 112,60 GEL
- Metlive - მეთლივი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 54,40 GEL რეგულარული ფასი 68,01 GEL
- Alinan calciu + D3 - ალინან კალცი+D3 სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 32,32 GEL რეგულარული ფასი 44,89 GEL
- ემოქსიდანტი 50მგ/მლ 2მლ 10 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 39,06 GEL რეგულარული ფასი 54,97 GEL
- Casanorm - კასანორმი 450მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 43,96 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
- Newmyxin - ნიუმიქსინი თვალის წვეთი 5მლგანსაკუთრებული ფასი 21,59 GEL რეგულარული ფასი 26,99 GEL
- Kalmafort - კალმაფორტი 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,35 GEL რეგულარული ფასი 32,94 GEL
- Intestinaza - ინტესტინაზა 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,26 GEL რეგულარული ფასი 35,33 GEL
- Faringosept - ფარინგოსეპტი ლიმნით 20 საწუწნი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 5,94 GEL რეგულარული ფასი 8,25 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account