მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ართრონი A - Artron A 1500მგ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 31,79 GEL რეგულარული ფასი 39,74 GEL
- ართრონი - Artron კრემი 100მლგანსაკუთრებული ფასი 35,47 GEL რეგულარული ფასი 44,34 GEL
- Probitek - პრობიტეკი პლუსი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 27,90 GEL რეგულარული ფასი 38,75 GEL
- დუოტრიფსინი 600მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 37,72 GEL რეგულარული ფასი 47,15 GEL
- Probitek Baby - პრობიტეკი ბეიბი წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 18,10 GEL რეგულარული ფასი 25,14 GEL
- Phenyjon - ფენიჟონი თვალის წვეთები 25მგ/მლ 5მლგანსაკუთრებული ფასი 13,52 GEL რეგულარული ფასი 16,90 GEL
- Tornaza - ტორნაზა დექსი თვალის მალამო 3მგ/1მგ 5გგანსაკუთრებული ფასი 16,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Tornaza - ტორნაზა თვალის მალამო 0.3% 5გგანსაკუთრებული ფასი 15,20 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- Glucaviral - გლუკავირალი სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 39,95 GEL რეგულარული ფასი 49,94 GEL
- Cocaroxin - კოკაროქსინი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 30,43 GEL რეგულარული ფასი 38,04 GEL
- Diarid Pro - დიარიდ პრო 2მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 8,64 GEL რეგულარული ფასი 12,00 GEL
- Allereyes - ალერაიზი თვალის წვეთები 1მგ/მლ 5მლგანსაკუთრებული ფასი 23,80 GEL რეგულარული ფასი 29,75 GEL
- Supravit C - სუპრავიტი C 1000მგ 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 6,49 GEL რეგულარული ფასი 9,02 GEL
- ინფორინი აქტივი გელი 40გგანსაკუთრებული ფასი 18,91 GEL რეგულარული ფასი 23,64 GEL
- ესფოლაიტი-S 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 41,87 GEL რეგულარული ფასი 52,34 GEL
- Mastocare - მასტოქეა გელი 50მლგანსაკუთრებული ფასი 47,67 GEL რეგულარული ფასი 59,59 GEL
- მუკოსოფტი 600მგ პაკ.N10განსაკუთრებული ფასი 14,81 GEL რეგულარული ფასი 20,56 GEL
- Valmeton - ვალმეტონი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 28,76 GEL რეგულარული ფასი 35,95 GEL
- Flortion - ფლორთიონი 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 28,17 GEL რეგულარული ფასი 35,22 GEL
- ჰედესპანი სიროფი 7მგ/1მლ 100მლგანსაკუთრებული ფასი 7,19 GEL რეგულარული ფასი 9,98 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account