მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- სამბოვინი ქიდსი - Sambovin Kids სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 38,36 GEL რეგულარული ფასი 47,95 GEL
- ტრიმეკორი MR - Trimecor MR 35მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,10 GEL რეგულარული ფასი 52,20 GEL
- არნიკა ICE - Arnica ICE 50% კრემი 100მლგანსაკუთრებული ფასი 25,78 GEL რეგულარული ფასი 35,80 GEL
- არნიკა- Arnica კრემი 50% 100მლგანსაკუთრებული ფასი 25,78 GEL რეგულარული ფასი 35,80 GEL
- ოპტიქლინერი ქუთუთოების მალამო 15გგანსაკუთრებული ფასი 23,96 GEL რეგულარული ფასი 29,95 GEL
- სულციდი - Sulcid 1.5გ და 3.5მლ გამხსნელით 1 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 12,10 GEL რეგულარული ფასი 16,81 GEL
- თიოკასი მონო - Tiyokas Mono გელი 12.5მგ/გ 60გგანსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 32,64 GEL
- მამოსილი ფორტე - Mamosili Forte გრანულა 20გგანსაკუთრებული ფასი 13,16 GEL რეგულარული ფასი 18,28 GEL
- ართრონი A - Artron A 1500მგ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 31,79 GEL რეგულარული ფასი 39,74 GEL
- იალურესპი - Ialuresp ცხვირის სპრეი 30მლგანსაკუთრებული ფასი 16,19 GEL რეგულარული ფასი 22,48 GEL
- ართრონი - Artron კრემი 100მლგანსაკუთრებული ფასი 35,47 GEL რეგულარული ფასი 44,34 GEL
- პაპილ დერმა - PAPIL Derma კრემ-გელი 20მლგანსაკუთრებული ფასი 35,04 GEL რეგულარული ფასი 43,80 GEL
- ოკუთეარსი ალო+ - Ocutears Alo+ PFMD 2% 10მლგანსაკუთრებული ფასი 36,42 GEL რეგულარული ფასი 50,58 GEL
- ფესტამი - Festam გელი 2.5% 30გგანსაკუთრებული ფასი 4,22 GEL რეგულარული ფასი 5,86 GEL
- პირაცეტამი-800 - Piracetam-800 800მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 4,91 GEL რეგულარული ფასი 6,81 GEL
- ბილასტინი-20 - Bilastina-20 20მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 12,20 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- აცეკლოფენაკი 100მგ 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 18,36 GEL რეგულარული ფასი 25,50 GEL
- ანტა ნაზალური სპრეი 0.1% 12მლგანსაკუთრებული ფასი 3,67 GEL რეგულარული ფასი 5,09 GEL
- გლობავიქსი 1200/1500მგ 15 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 93,24 GEL რეგულარული ფასი 116,55 GEL
- Nevrozal Sleep - ნევროზალი სლიფ ბენე ქიდს წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 28,75 GEL რეგულარული ფასი 35,94 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account