მედიკამენტები
მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- გასტრო კომფორტი - Gastro Comfort ფორთოხლის საღეჭი ტაბლეტი 20განსაკუთრებული ფასი 6,79 GEL რეგულარული ფასი 9,05 GEL
- გასტრო კომფორტი - Gastro Comfort პიტნის საღეჭი ტაბლეტი 20განსაკუთრებული ფასი 6,71 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- ალერიქსი - Allerix სპრეი 400მლგანსაკუთრებული ფასი 47,24 GEL რეგულარული ფასი 59,02 GEL
- ორნაბიოტიკი - Ornabiotic 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 40,28 GEL რეგულარული ფასი 55,95 GEL
- ჰემორზონი - Hemorzon რექტალური სუპოზიტორია 6 ცალიგანსაკუთრებული ფასი 23,80 GEL რეგულარული ფასი 25,05 GEL
- ზიფექს - Zifex დუო ვაგინალური პესარია 500/200მგ 7 ცალიგანსაკუთრებული ფასი 25,25 GEL რეგულარული ფასი 35,55 GEL
- კლობეტაზოლი - Clobetazol ATB მალამო 0.5მგ/გ 25გგანსაკუთრებული ფასი 15,86 GEL რეგულარული ფასი 22,87 GEL
- ჰემოროზონი - Hemorozon მალამო 18გგანსაკუთრებული ფასი 27,47 GEL რეგულარული ფასი 28,92 GEL
- ევიკამი - Evicam 400სე 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 20,95 GEL რეგულარული ფასი 29,09 GEL
- ბეტაჰისტინი - Betahistine MMC 24მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 35,97 GEL რეგულარული ფასი 49,95 GEL
- პალმიტოლი - Palmitol ცხვირის წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 32,44 GEL რეგულარული ფასი 45,05 GEL
- ჰეპა-მერცი - Hepa-Merz 5გ 30 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 82,44 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- კლოპიდ-ასი - Clopid-AS 75მგ/75მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 32,08 GEL რეგულარული ფასი 44,55 GEL
- ნაფი -Naf სპრეი 20მლგანსაკუთრებული ფასი 39,62 GEL რეგულარული ფასი 55,05 GEL
- ოპტინოლი - Optinol ექტოინი თვალის წვეთი 2% 10მლგანსაკუთრებული ფასი 25,75 GEL რეგულარული ფასი 39,93 GEL
- ქსილტესი - Xsiltess 20მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,91 GEL რეგულარული ფასი 60,23 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account