მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- მეთფოგამა - Metfogamma 500მგ 180 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 15,51 GEL რეგულარული ფასი 19,39 GEL
- გინოლაკი - Gynolac 32 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,46 GEL რეგულარული ფასი 46,67 GEL
- დილაქსანი - Dylaxan 500მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 31,31 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- ლიმფომიოზოტი - Lymphomyosot 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,40 GEL რეგულარული ფასი 37,75 GEL
- მაგნონორმი - Magnonorm ჯენერიკონი 342/670 30 ხსნადი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 61,21 GEL რეგულარული ფასი 83,13 GEL
- ნეო პეკეს - Neo peques მგზავრობისთვის 10მლ 7 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 31,65 GEL რეგულარული ფასი 43,95 GEL
- ვივანემა - Vivanema 100მგ/5მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 114,36 GEL რეგულარული ფასი 142,95 GEL
- სვით სლიფი - Sweet Sleep 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 39,56 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
- ქლეარურ ლიპო ემულსია 200მლ ჰელბა - Helbaგანსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- ჰალოპერიდოლი - Haloperidol 5მგ/მლ 1მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 7,96 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- ბიფიდონორმი - Bifidonorm 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 15,92 GEL რეგულარული ფასი 19,90 GEL
- ბიცილინ-5 - Biccilin-5 3 600 000 ერთეული 40განსაკუთრებული ფასი 43,17 GEL რეგულარული ფასი 59,95 GEL
- ბიცილინ-5 - Biccilin-5 1 500 000 ერთეული 40განსაკუთრებული ფასი 73,62 GEL რეგულარული ფასი 102,24 GEL
- ფლუკოლდი ნ - Flucold N 200 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 79,78 GEL რეგულარული ფასი 110,80 GEL
- ვიტრუმი - Vitrum მაგნიუმ B6 90 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 52,85 GEL რეგულარული ფასი 73,40 GEL
- ტრესიბა - Tresiba ფლექსთაჩი 100 ერთეული/მლ 3მლ 5განსაკუთრებული ფასი 216,00 GEL რეგულარული ფასი 300,00 GEL
- კალციუმი - Calcium + D3 60 ფორთოხალის საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,26 GEL რეგულარული ფასი 24,08 GEL
- კეტონალი - Ketonal ექსტრა 50მგ პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 17,29 GEL რეგულარული ფასი 24,02 GEL
- კრეპიტანო - Krepitano 20გ მალამოგანსაკუთრებული ფასი 14,33 GEL რეგულარული ფასი 19,91 GEL
- იმუნორჰო - Imunorho 300მკგ/2მლ 2მლ 1 შპრიციგანსაკუთრებული ფასი 247,86 GEL რეგულარული ფასი 339,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account