მედიკამენტები
მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Sunlife D3 - სანლაიფი D3 1000სე 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,20 GEL რეგულარული ფასი 37,78 GEL
- Caldesun - კალდესანი სიროფი 200მლგანსაკუთრებული ფასი 25,18 GEL რეგულარული ფასი 34,96 GEL
- Silarsil - სილარსილი 140მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 38,46 GEL რეგულარული ფასი 48,02 GEL
- დანოზა ურო-პროლონგი 14 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 36,25 GEL რეგულარული ფასი 50,35 GEL
- დანოზა ურო-აკუტი 14 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 35,81 GEL რეგულარული ფასი 49,74 GEL
- Probitek Baby - პრობიტეკი ბეიბი წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 18,10 GEL რეგულარული ფასი 25,14 GEL
- Klimaktoplan A - კლიმაქტოპლანი A 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 21,89 GEL რეგულარული ფასი 30,40 GEL
- სეპტო ცინკი თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- პოტასიუმ-იუ უკონსრვანტო თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Ovestin - ოვესტინი ვაგინალური კრემი 1მგ/გ 15გგანსაკუთრებული ფასი 72,16 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Ulceron - ულცერონი-კიტი 14 ბლისტერიგანსაკუთრებული ფასი 38,88 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- ბრონხოლიტინი ფიტო უშაქრო 24 საწუწნი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 11,22 GEL რეგულარული ფასი 15,59 GEL
- სიაფენი უშაქრო სუსპენზია 100მგ/5მლ120მლგანსაკუთრებული ფასი 7,10 GEL რეგულარული ფასი 9,70 GEL
- Valerian - ვალერიანი 30მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 2,26 GEL რეგულარული ფასი 3,01 GEL
- Medilol-Darnitsa - მედილოლი-დარნიცა 60მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 0,50 GEL რეგულარული ფასი 0,69 GEL
- Metformin hydrochloride-Sitagliptin - მეტფორმინ-სიტაგლიპ 1000/50მგ 56 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,65 GEL რეგულარული ფასი 81,29 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account