მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vitrum - ვიტრუმი მაგნიუმ B6 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,15 GEL რეგულარული ფასი 39,10 GEL
- თოუქსი სიროფი ხველა და გაციება 125მლგანსაკუთრებული ფასი 25,40 GEL რეგულარული ფასი 35,28 GEL
- Degripo - დეგრიპო ხსნარი 100მლგანსაკუთრებული ფასი 24,08 GEL რეგულარული ფასი 30,10 GEL
- Triglicol Norm - ტრიგლიკოლი ნორმი 7 პლუსი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,10 GEL რეგულარული ფასი 47,37 GEL
- Ginkgobil - გინკგობილი 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 33,73 GEL რეგულარული ფასი 46,85 GEL
- Naturmil - ნატურმილი Ca+Mg 90 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 22,08 GEL რეგულარული ფასი 30,66 GEL
- პალმიტოლი ცხვირის წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 36,04 GEL რეგულარული ფასი 45,05 GEL
- ნანოსპირონი ცხვირის სპრეი 30მლგანსაკუთრებული ფასი 26,34 GEL რეგულარული ფასი 36,59 GEL
- Sunlife D3 - სანლაიფი D3 1000სე 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,20 GEL რეგულარული ფასი 37,78 GEL
- Caldesun - კალდესანი სიროფი 200მლგანსაკუთრებული ფასი 25,18 GEL რეგულარული ფასი 34,96 GEL
- Probitek Baby - პრობიტეკი ბეიბი წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 18,10 GEL რეგულარული ფასი 25,14 GEL
- სეპტო ცინკი თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- პოტასიუმ-იუ უკონსრვანტო თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 26,40 GEL რეგულარული ფასი 33,00 GEL
- Ulceron - ულცერონი-კიტი 14 ბლისტერიგანსაკუთრებული ფასი 43,20 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- Medilol-Darnitsa - მედილოლი-დარნიცა 60მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 0,50 GEL რეგულარული ფასი 0,69 GEL
- Metformin hydrochloride-Sitagliptin - მეტფორმინ-სიტაგლიპ 1000/50მგ 56 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,84 GEL რეგულარული ფასი 29,80 GEL
- Angiozil-MR - ანგიოზილ MR 35მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,19 GEL რეგულარული ფასი 39,97 GEL
- Ocutears Hydro+ - ოკუთეარსი ჰიდრო+ თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 27,38 GEL რეგულარული ფასი 39,10 GEL
- Vantop - ვანტოპი 1გ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 50,34 GEL რეგულარული ფასი 69,91 GEL
- Thioctovens - თიოქტოვენსი ხსნარი 12მგ/მლ 50მლგანსაკუთრებული ფასი 25,37 GEL რეგულარული ფასი 31,72 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account