მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Filme os - ფილმე ოსი პირის ღრუს გელი 8მლგანსაკუთრებული ფასი 42,70 GEL რეგულარული ფასი 44,94 GEL
- filme Olio - ფილმე ოლიო რექტალური გელი 30მლგანსაკუთრებული ფასი 56,47 GEL რეგულარული ფასი 59,44 GEL
- Lacrisek - ლაკრისეკი უკონსერვანტო თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 50,95 GEL რეგულარული ფასი 53,63 GEL
- Macrostip - მაკროსტიპი ხსნარი 250მლგანსაკუთრებული ფასი 39,35 GEL რეგულარული ფასი 41,42 GEL
- Grinsol Baby - გრინსოლი ბეიბი 5მლ 20 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 40,03 GEL რეგულარული ფასი 42,14 GEL
- Folium - ფოლიუმი 400მკგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 35,87 GEL რეგულარული ფასი 37,76 GEL
- Pianturo - პიანტურო ნაყენი 250მლგანსაკუთრებული ფასი 61,75 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- HyaloGyn - ჰიალოგინი გელი 4გ 10 აპლიკატორითგანსაკუთრებული ფასი 66,15 GEL რეგულარული ფასი 69,63 GEL
- Dryajin - დრიაჯინი ვაგინალური სპრეი 100მლ 5 ცალიგანსაკუთრებული ფასი 57,10 GEL რეგულარული ფასი 60,11 GEL
- Glumax - გლუმაქსი თვალის გელი 5% 10გგანსაკუთრებული ფასი 50,98 GEL რეგულარული ფასი 53,66 GEL
- Axol Procto - აქსოლი პროქტო 10 სუპოზიტორიაგანსაკუთრებული ფასი 39,94 GEL რეგულარული ფასი 42,04 GEL
- Blefavis - ბლეფავისი თვალის გელი 40მლგანსაკუთრებული ფასი 26,55 GEL რეგულარული ფასი 27,95 GEL
- Solucis - სოლუცისი სიროფი 50მგ/მლ 200მლგანსაკუთრებული ფასი 34,87 GEL რეგულარული ფასი 36,70 GEL
- Ribolisin - რიბოლიზინი თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 37,54 GEL რეგულარული ფასი 39,52 GEL
- Trimmer - ტრიმერი 35მგ 4 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 70,75 GEL რეგულარული ფასი 77,75 GEL
- I-Fresh Gel - აი ფრეში თვალის გელი 5% 10გგანსაკუთრებული ფასი 46,55 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Dexalgin - დექსალგინი ინექტი 2მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 26,12 GEL რეგულარული ფასი 27,49 GEL
- Lioton - ლიოტონი ჟელე 1000 50გგანსაკუთრებული ფასი 24,94 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- Relief advance - რელიფი ადვანსი 12 სანთელიგანსაკუთრებული ფასი 27,22 GEL რეგულარული ფასი 28,65 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account