მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- შავბალახას ნაყენი - Motherwort Tincture 25მლგანსაკუთრებული ფასი 1,57 GEL რეგულარული ფასი 1,65 GEL
- სილენტექსი - Silentex 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,17 GEL რეგულარული ფასი 40,20 GEL
- ნევრომედი - Nevromed რელაქსი N15 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 15,17 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- ნორმილენი 5-HTP 100მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 33,96 GEL რეგულარული ფასი 39,95 GEL
- პარი-ფლო ადვანსი - Pari-flo Advance სუსპენზია 125მლგანსაკუთრებული ფასი 35,73 GEL რეგულარული ფასი 44,65 GEL
- Valeriana MAX - ვალერიანა მაქსი 200მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 12,63 GEL რეგულარული ფასი 14,04 GEL
- დესტრესი 15+15 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,02 GEL რეგულარული ფასი 40,02 GEL
- ნუკლეოპერი ხსნარი 100მლგანსაკუთრებული ფასი 42,65 GEL რეგულარული ფასი 50,17 GEL
- Valerian - ვალერიანი 30მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 2,71 GEL რეგულარული ფასი 3,01 GEL
- Nervo Calm - ნერვოკალმი ფორტე 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 41,12 GEL რეგულარული ფასი 48,37 GEL
- Valoment - ვალომენთი სიროფი 130გგანსაკუთრებული ფასი 7,14 GEL რეგულარული ფასი 8,40 GEL
- Valosed - ვალოსედი წვეთები 25მლგანსაკუთრებული ფასი 5,13 GEL რეგულარული ფასი 6,04 GEL
- ესკუსსომნი ფორტე სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 19,50 GEL რეგულარული ფასი 24,15 GEL
- Central-B - ცენტრალ-B 25/25/100მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 30,40 GEL რეგულარული ფასი 36,65 GEL
- Nodus Day - ნოდუს დეი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,13 GEL რეგულარული ფასი 33,10 GEL
- Nevrostim - ნევროსტიმი წვეთები 50მლგანსაკუთრებული ფასი 7,73 GEL რეგულარული ფასი 9,09 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account