მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- მაგნეტაბი ტაბ.334მგ/5მგ N90განსაკუთრებული ფასი 25,96 GEL რეგულარული ფასი 36,06 GEL
- ცენტროვიტი მინერალ.შუშ.ტაბ.N20განსაკუთრებული ფასი 15,37 GEL რეგულარული ფასი 21,54 GEL
- Vitamin E - ვიტამინი E 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 14,40 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Vitagamma D3 - ვიტაგამა D3 დუო 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 47,23 GEL რეგულარული ფასი 59,04 GEL
- Ostevin - ოსტევინი 24 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 25,67 GEL რეგულარული ფასი 36,15 GEL
- დინამინი ფორტე 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 27,86 GEL რეგულარული ფასი 38,69 GEL
- calci glukonate - კალცი გლუკონატი 10% 5მლ 10 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 5,55 GEL რეგულარული ფასი 7,02 GEL
- პერიდოქსი ტაბლეტი 30ცალიგანსაკუთრებული ფასი 28,64 GEL რეგულარული ფასი 35,80 GEL
- პოტენციატორი ხსნ.10მლ N20განსაკუთრებული ფასი 48,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- კალცი+D3 დენკი 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 17,45 GEL რეგულარული ფასი 24,24 GEL
- Detrix D3 - დეტრიქსი ვიტამინი D3 5000სე 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 28,16 GEL რეგულარული ფასი 39,11 GEL
- ვიტაგამა D3 2000სე ტაბ.N100განსაკუთრებული ფასი 48,66 GEL რეგულარული ფასი 60,83 GEL
- Magitron - მაგიტრონი შუშხუნა 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,15 GEL რეგულარული ფასი 23,94 GEL
- Calcium gluconate - კალცი გლუკონატი 10% 10მლ. 10ამპულაგანსაკუთრებული ფასი 6,41 GEL რეგულარული ფასი 8,90 GEL
- Elcavin B - ელკავინი B სუსპენზია 10მგ 14 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 61,56 GEL რეგულარული ფასი 76,95 GEL
- Devit - დევიტი 50000სე 8 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,27 GEL რეგულარული ფასი 49,64 GEL
- Vitamin B6 - ვიტამინი B6 5% 1მლ 10 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 4,72 GEL რეგულარული ფასი 6,55 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account