მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ბიცილინ-5 - Biccilin-5 3 600 000 ერთეული 40განსაკუთრებული ფასი 43,17 GEL რეგულარული ფასი 59,95 GEL
- ბიცილინ-5 - Biccilin-5 1 500 000 ერთეული 40განსაკუთრებული ფასი 73,62 GEL რეგულარული ფასი 102,24 GEL
- კანამიცინი - Kanamycin 1გ 50 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 67,53 GEL რეგულარული ფასი 92,50 GEL
- სულციდი - Sulcid 1.5გ და 3.5მლ გამხსნელით 1 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 12,10 GEL რეგულარული ფასი 16,81 GEL
- Clavicid- კლავიციდი 1გ 16 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,40 GEL რეგულარული ფასი 26,95 GEL
- Bactigram - ბაქტიგრამი სუსპენზია 250მგ/5მლ 100მლგანსაკუთრებული ფასი 27,22 GEL რეგულარული ფასი 37,81 GEL
- Lincomycin - ლინკომიცინი 30% 1მლ 10 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 2,88 GEL რეგულარული ფასი 4,00 GEL
- Vantop - ვანტოპი 1გ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 50,34 GEL რეგულარული ფასი 69,91 GEL
- Augmentin - აუგმენტინი 228მგ/70მლ სუსპენზიაგანსაკუთრებული ფასი 12,53 GEL რეგულარული ფასი 17,60 GEL
- Augmentin - აუგმენტინი სუსპენზია 457მგ/5მლ 70მლგანსაკუთრებული ფასი 17,69 GEL რეგულარული ფასი 24,58 GEL
- Penicillin - პენიცილინი 1 მლნ ერთეული 50 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 45,28 GEL რეგულარული ფასი 60,37 GEL
- Piracin TZ - პირაცინი TZ 4გ/0.5გ 1 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 7,55 GEL რეგულარული ფასი 10,49 GEL
- Shelsy - შელსი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 228.5მგ/5მლ 70მლგანსაკუთრებული ფასი 11,44 GEL რეგულარული ფასი 14,30 GEL
- Erythromycin - ერითრომიცინი 500მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 9,00 GEL რეგულარული ფასი 12,73 GEL
- Newroxime - ნიუროქსიმი 250მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 16,52 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- Newroxime - ნიუროქსიმი 500მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,72 GEL რეგულარული ფასი 32,95 GEL
- ვიაცეზი ტაბ.500მგ N12განსაკუთრებული ფასი 28,29 GEL რეგულარული ფასი 39,28 GEL
- Viacez - ვიაცეზი სუსპენზია 250მგ/5მლ 100მლგანსაკუთრებული ფასი 28,08 GEL რეგულარული ფასი 38,99 GEL
- აზიოპტიკი 15მგ/გ 0.25მგ თვალის წვეთები 6 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 27,40 GEL რეგულარული ფასი 38,05 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account