მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Diclac - დიკლაკი 150მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 63,39 GEL რეგულარული ფასი 88,04 GEL
- Dicloberl Retard - დიკლობერლი რეტარდი 100მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 11,93 GEL რეგულარული ფასი 14,91 GEL
- ტერალივი 275მგ 12 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 11,70 GEL რეგულარული ფასი 16,25 GEL
- ტერალივი 275მგ 24 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,47 GEL რეგულარული ფასი 27,70 GEL
- Movalis - მოვალისი 7.5მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 10,54 GEL
- Tetesept - ტეტესეპტი გამახურებელი ბალზამი 100მლგანსაკუთრებული ფასი 19,10 GEL რეგულარული ფასი 23,87 GEL
- Ameloteks - ამელოტექსი-NEW გელი 1% 50გგანსაკუთრებული ფასი 28,75 GEL რეგულარული ფასი 35,97 GEL
- XEFOCAM RAPID - ქსეფოკამი რაპიდი 8მგ 6 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 10,08 GEL რეგულარული ფასი 12,60 GEL
- Dolo-denk - დოლო-დენკი გელი 20გგანსაკუთრებული ფასი 6,63 GEL რეგულარული ფასი 9,21 GEL
- Xefocam - ქსეფოკამი 8მგ 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 17,95 GEL რეგულარული ფასი 22,30 GEL
- Ambene - ამბენე 400მგ/2მლ. 1 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 20,56 GEL რეგულარული ფასი 24,19 GEL
- Movalis - მოვალისი 7.5 მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 10,54 GEL
- Ketonal gel - კეტონალი გელი 50გ 1 ტუბიგანსაკუთრებული ფასი 12,71 GEL რეგულარული ფასი 14,95 GEL
- Diclo denk - დიკლო-დენკი რეტარდი 100მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 35,56 GEL რეგულარული ფასი 44,28 GEL
- Diclo-Denk - დიკლო-დენკი 75მგ/3მლ 10 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 17,09 GEL რეგულარული ფასი 22,30 GEL
- Diclac - დიკლაკი 75მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 10,87 GEL რეგულარული ფასი 12,78 GEL
- Diclac - დიკლაკი გელი 5% 50გგანსაკუთრებული ფასი 17,25 GEL რეგულარული ფასი 20,30 GEL
- Dicloberl - დიკლობერლი რეტარდი 100მგ. 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 10,55 GEL რეგულარული ფასი 14,91 GEL
- Toradol - ტორადოლი 10მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 45,22 GEL რეგულარული ფასი 62,80 GEL
- Diclo-Denk - დიკლო-დენკი რეტარდი 100 მგ. 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 5,20 GEL რეგულარული ფასი 6,48 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account