მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Tetesept - ტეტესეპტი ჩაი ლიმნით და კოჭათი 10 საშეტიგანსაკუთრებული ფასი 14,94 GEL რეგულარული ფასი 18,68 GEL
- Tetesept - ტეტესეპტი გაციების 500მგ 40 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 12,28 GEL რეგულარული ფასი 15,35 GEL
- Aqualor Throat - აქვალორი ყელის ალოე და გვირილა 150მლგანსაკუთრებული ფასი 24,44 GEL რეგულარული ფასი 30,55 GEL
- Tetesept - ტეტესეპტი სპრეი ისლანდიური ხავსით 30მლგანსაკუთრებული ფასი 17,54 GEL რეგულარული ფასი 21,93 GEL
- Tetesept - ტეტესეპტი ხველა და ყელი უშაქრო საწუწნი 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 13,57 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Doritricin - დორიტრიცინი ტყის კენკრა 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 25,51 GEL რეგულარული ფასი 31,89 GEL
- Tetesept - ტეტესეპტი ვიტამინი C უშაქრო საწუწნი 15 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 9,40 GEL რეგულარული ფასი 13,05 GEL
- Aciclovir Denk - აციკლოვირი დენკი კრემი 5% 7გგანსაკუთრებული ფასი 16,78 GEL რეგულარული ფასი 20,90 GEL
- სტრონგუსი 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 45,45 GEL რეგულარული ფასი 64,00 GEL
- Sirupus Plantaginis - ხველების სიროფი მრავალძარღვა 100მლ.განსაკუთრებული ფასი 8,03 GEL რეგულარული ფასი 11,15 GEL
- HEDELIX - ჰედელიქსი წვეთები 50მლგანსაკუთრებული ფასი 9,60 GEL რეგულარული ფასი 13,58 GEL
- Hedelix - ჰედელიქსი სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 11,66 GEL რეგულარული ფასი 16,20 GEL
- Bromhexin - ბრომგექსინი დრაჟე 8მგ 25 ცალიგანსაკუთრებული ფასი 4,10 GEL რეგულარული ფასი 5,13 GEL
- ფლავამედი 60მგ 10 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 8,80 GEL რეგულარული ფასი 11,00 GEL
- Flavamed - ფლავამედი სიროფი15მგ/5მლ. 100მლ.განსაკუთრებული ფასი 9,92 GEL რეგულარული ფასი 12,40 GEL
- Flavamed - ფლავამედი 30მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 6,10 GEL რეგულარული ფასი 7,63 GEL
- Para denk - პარა დენკი 500მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 5,06 GEL რეგულარული ფასი 7,01 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account