ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო RITUEL ხელის კრემი 7603განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Payot - პაიო RITUEL ტანის ნაკრები 7030განსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Payot - პაიო RITUEL ხელის კრემი მკვებავი 7573განსაკუთრებული ფასი 49,80 GEL რეგულარული ფასი 83,01 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი SOS ტანის აღმდგენი UR30 75 მლ 4532განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დამატენიანებელი რძე 500 მლ 3450განსაკუთრებული ფასი 48,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- Ziaja - ზიაია ხელის კრემი პანთენოლი 8453განსაკუთრებული ფასი 4,92 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის ტანის კარაქი + შხაპის საპონი 1123განსაკუთრებული ფასი 19,43 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- Lea - ლეა ტანის კრემი არგანი 200 მლ 3281განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სხეულის კრემი OLIVE 250 მლ 0215განსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
- Ziaja - ზიაიახელის კრემი Ucuuba 5% 8206განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამატენიანებელი რძე 500 მლ 2286განსაკუთრებული ფასი 49,98 GEL რეგულარული ფასი 83,30 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ხელის მკვებავი კრემი 50 მლ 4193განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Panda ხელის კრემი 30 გ 3531განსაკუთრებული ფასი 23,78 GEL რეგულარული ფასი 39,64 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ულტრა დამატენიანებელი ხელის კრემი 50 მლ 3252განსაკუთრებული ფასი 18,48 GEL რეგულარული ფასი 30,80 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ხელის კრემი არგანი 75 მლ 3174განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის 340 მლ 7227განსაკუთრებული ფასი 45,74 GEL რეგულარული ფასი 65,35 GEL
- Missha - მისშა ხელის კრემი Dare Body Scent 30 მლ 6546განსაკუთრებული ფასი 9,01 GEL რეგულარული ფასი 15,02 GEL
- Missha - მისშა ხელის კრემი Dare Body Love Begins 30 მლ 6584განსაკუთრებული ფასი 9,01 GEL რეგულარული ფასი 15,02 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Hemp ხელის კრემი 30 მლ 4629განსაკუთრებული ფასი 15,43 GEL რეგულარული ფასი 25,72 GEL
- Village11 - ვილაჯ11 ხელისა და ფეხის კრემი Emerald 0749განსაკუთრებული ფასი 16,77 GEL რეგულარული ფასი 27,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account