ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ბომბი Surprise me 155 გ 1 ცალი 0152განსაკუთრებული ფასი 10,14 GEL რეგულარული ფასი 16,91 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ბომბების ნაკრები მარწყვი და ზღვა 4235განსაკუთრებული ფასი 15,89 GEL რეგულარული ფასი 26,49 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი ხელთათმანი სკრაბი Cream 1 ცალი 4167განსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ბომბი Crystal 175 გ 1 ცალი 3520განსაკუთრებული ფასი 10,14 GEL რეგულარული ფასი 16,91 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ბომბი ვარდი 155გ 0909განსაკუთრებული ფასი 8,04 GEL რეგულარული ფასი 13,39 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი ხელთათმანი სკრაბი Blue 1 ცალი 4150განსაკუთრებული ფასი 6,64 GEL რეგულარული ფასი 11,07 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ბომბი Surprise me 155გ 0916განსაკუთრებული ფასი 10,29 GEL რეგულარული ფასი 17,15 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ბომბი Cleopatra 1 ცალი 175 გ 3513განსაკუთრებული ფასი 10,14 GEL რეგულარული ფასი 16,91 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ბომბი იხვი 175გ 4259განსაკუთრებული ფასი 13,69 GEL რეგულარული ფასი 22,81 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი სათბურა ლურჯი 1ლ. 4211განსაკუთრებული ფასი 20,66 GEL რეგულარული ფასი 34,44 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ბომბი Angel 175 გ 1 ცალი 9980განსაკუთრებული ფასი 10,14 GEL რეგულარული ფასი 16,91 GEL
- აბაზანის ბომბი ალუბალი 5x8 გ 5294 იზაბელ ლაურიერი - Isabelle Laurierგანსაკუთრებული ფასი 11,83 GEL რეგულარული ფასი 19,72 GEL
- აბაზანის ბომბი ქოქოსი 5x8 გ 5287 იზაბელ ლაურიერი - Isabelle Laurierგანსაკუთრებული ფასი 11,83 GEL რეგულარული ფასი 19,72 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი ნაკრები აბაზანის ზეთი+ბომბი 4242განსაკუთრებული ფასი 17,53 GEL რეგულარული ფასი 29,22 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account