ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Topicrem - ტოპიკრემი ულტრა დამატენიანებელი ხელის კრემი 50 მლ 3252განსაკუთრებული ფასი 12,32 GEL რეგულარული ფასი 30,80 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ხელის კრემი არგანი 75 მლ 3174განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია ხელის კრემი აბრეშუმი 28932განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Sebamed - სებამედი დახეთქილი ქუსლების სამკურნალო კრემი 75 მლ 8339განსაკუთრებული ფასი 13,05 GEL რეგულარული ფასი 21,75 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპ-გელი ვარდი 500 მლ 7022განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამატენიანებელი რძე 500 მლ 2286განსაკუთრებული ფასი 33,32 GEL რეგულარული ფასი 83,30 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ატოპიური კანის ბალზამი 200 მლ 2583განსაკუთრებული ფასი 24,40 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის სხეულის კრემი (კარაქი) 18230განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Palmolive - პალმოლივი შხაპის გელი მარწყვი 250 მლ 8980განსაკუთრებული ფასი 9,63 GEL რეგულარული ფასი 11,33 GEL
- Ziaja - ზიაია ხელის კრემი პანთენოლი 8453განსაკუთრებული ფასი 4,92 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Ziaja - ზიაიახელის კრემი Ucuuba 5% 8206განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სხეულის კრემი OLIVE 250 მლ 0215განსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
- Essence - ესენსი GLCH ხელის მოვლის ნაკრები 01 2014განსაკუთრებული ფასი 8,39 GEL რეგულარული ფასი 10,49 GEL
- Lea - ლეა ტანის კრემი არგანი 200 მლ 3281განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის 340 მლ 7227განსაკუთრებული ფასი 32,67 GEL რეგულარული ფასი 65,35 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი 75 მლ 2083განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ხელის კრემი Myrtle Woods 100 მლ 5206განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დამატენიანებელი რძე 500 მლ 3450განსაკუთრებული ფასი 32,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account