ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lea - ლეა შხაპ-გელი AVENA 300 მლ 5018განსაკუთრებული ფასი 3,93 GEL რეგულარული ფასი 7,85 GEL
- Ziaja - ზიაია სკრაბი სხეულის Pumpkin and Ginger 300 მლ 4864განსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ნუში 500 გ 6231განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი DERMO ულტრა დამატენიანებელი ტანის კრემი 4914განსაკუთრებული ფასი 37,57 GEL რეგულარული ფასი 93,92 GEL
- BIO-ROM - ბიორომი შხაპის გელი ბროწეული 300 მლ 27084განსაკუთრებული ფასი 12,48 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- BIO-ROM - ბიორომი შხაპის გელი ორქიდეა 300 მლ 27138განსაკუთრებული ფასი 12,48 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Shik - შიკი შხაპ-გელი ლიმონით 400გ 2337განსაკუთრებული ფასი 3,45 GEL რეგულარული ფასი 6,90 GEL
- Shik - შიკი თხევადი საპონი გვირილა 500გ 1026განსაკუთრებული ფასი 3,00 GEL რეგულარული ფასი 6,00 GEL
- Shik - შიკი შხაპ-გელი მარწყვი 400გ 2320განსაკუთრებული ფასი 3,45 GEL რეგულარული ფასი 6,90 GEL
- Shik - შიკი თხევადი საპონი კუპრი 300გ 7968განსაკუთრებული ფასი 2,45 GEL რეგულარული ფასი 4,90 GEL
- Teaology - თიოლოჯი Jasmine გამამკვრივებელი ტანის კრემი 2036განსაკუთრებული ფასი 57,60 GEL რეგულარული ფასი 96,00 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპ-გელი რძე და თაფლი 400 მლ 6426განსაკუთრებული ფასი 15,02 GEL რეგულარული ფასი 30,03 GEL
- Nuxe - ნუქსი დამატენიანებელი რევიტალიზაციის რძე 24 სთ 5105განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Ziaja - ზიაია შხაპის გელი ქაშმირი + ხელის კრემი 30546განსაკუთრებული ფასი 11,93 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- Sebamed - სებამედი თხევადი დასაბანი საშუალება სახე და სხეული 300 მლ 7572განსაკუთრებული ფასი 15,88 GEL რეგულარული ფასი 26,46 GEL
- Ziaja - ზიაია სხეულის ლოსიონი არგანი 400 მლ 25252განსაკუთრებული ფასი 11,48 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account