ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ziaja - ზიაია შხაპ-გელი Redcurrant 0278განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Ziaja - ზიაია აბაზანის ქაფი Fig 500 მლ 0339განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია შხაპ-გელი TEA MINT 0285განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Ziaja - ზიაია აბაზანის ქაფი TEA MINT 0315განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Ziaja - ზიაია შხაპ-გელი ქაშმირი 6654განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- SVR - ესვიერი SEBIA დასაბანი კრემი 200 მლ 3365განსაკუთრებული ფასი 37,00 GEL რეგულარული ფასი 74,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპ-გელი ნუში 270 მლ 7830განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე თხევადი საპონი ფორთოხალი 300 მლ 6070განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე საპონი შია მაგნოლია 115 გრ 4231განსაკუთრებული ფასი 9,49 GEL რეგულარული ფასი 18,99 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე საპონი მწვანე ნუშის 150 გ.0271განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,01 GEL
- Lilien - ლილიენი თხევადი საპონი მაკადამია 1000 მლ 4589განსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,94 GEL
- Essence - ესენსი MINI საპნის ქაღალდი 01 6553განსაკუთრებული ფასი 5,99 GEL რეგულარული ფასი 7,49 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპ-გელი რძე და თაფლი 400 მლ 6426განსაკუთრებული ფასი 15,02 GEL რეგულარული ფასი 30,03 GEL
- Heath - ჰისი შხაპ-გელი თავი და ტანი Relax 250 მლ 5910განსაკუთრებული ფასი 19,92 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- Lilien - ლილიენი მამაკაცის შამპუნი და შხაპ-გელი ICE 400 მლ 6301განსაკუთრებული ფასი 4,32 GEL რეგულარული ფასი 8,65 GEL
- Lilien - ლილიენი მამაკაცის შამპუნი და შხაპ-გელი ALL-OUT 400 მლ 1818განსაკუთრებული ფასი 4,32 GEL რეგულარული ფასი 8,65 GEL
- Lilien - ლილიენი მამაკაცის შამპუნი და შხაპ-გელი EXTREME 400 მლ 1801განსაკუთრებული ფასი 4,32 GEL რეგულარული ფასი 8,65 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account