ტანის მოვლა
სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ნაკრები Promo/Rituel 0825 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 89,00 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Sebamed - სებამედი თხევადი დასაბანი საშუალება სახისა და სხეულისთვის 200 მლ 5201განსაკუთრებული ფასი 12,92 GEL რეგულარული ფასი 21,53 GEL
- Sebamed - სებამედი შხაპის გელი SPA 200 მლ 7916განსაკუთრებული ფასი 12,92 GEL რეგულარული ფასი 21,53 GEL
- Palmolive - პალმოლივი შხაპ-გელი თერმული სპა 250 მლ 5248/8811განსაკუთრებული ფასი 9,63 GEL რეგულარული ფასი 11,33 GEL
- Balmy - ბალმი ღრუბელი ხელთათმანი პირსახოცისგანსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Sebamed - სებამედი სახის და ტანის დასაბანი საშუალება ზეთისხილის ექსტრაქტით 1491განსაკუთრებული ფასი 12,76 GEL რეგულარული ფასი 21,26 GEL
- Ziaja - ზიაია სხეულის ლოსიონი ავოკადო 400 მლ 25337განსაკუთრებული ფასი 10,47 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- Ziaja - ზიაია მასაჟის ზეთი ზეთისხილი 500 მლ 16441განსაკუთრებული ფასი 15,42 GEL რეგულარული ფასი 30,85 GEL
- Palmolive - პალმოლივი შხაპის გელი შოკოლადი 250 მლ 9024განსაკუთრებული ფასი 9,63 GEL რეგულარული ფასი 11,33 GEL
- Teo bebe - თეო ბებე საპონი 70გ 1108განსაკუთრებული ფასი 1,30 GEL რეგულარული ფასი 1,62 GEL
- Bioderma - ბიოდერმა ბალზამი 500 მლ 2619განსაკუთრებული ფასი 50,50 GEL რეგულარული ფასი 101,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm შხაპის გელი 500 მლ 2407განსაკუთრებული ფასი 41,50 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- Balmy - ბალმი აბაზანის ღრუბელი საბავშვო 0669განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საპონი ოლივა 100 გ 3 ცალი 5851განსაკუთრებული ფასი 10,92 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- Ziaja - ზიაია CUPUACU სკრაბი 40170განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account