ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი კრემ-გელი სახისა და სხეულისთვის 537308განსაკუთრებული ფასი 46,83 GEL რეგულარული ფასი 66,90 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი მსუბუქი რძე 400 მლ 49615განსაკუთრებული ფასი 71,47 GEL რეგულარული ფასი 102,10 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Hemp ხელის კრემი 30 მლ 4629განსაკუთრებული ფასი 15,43 GEL რეგულარული ფასი 25,72 GEL
- Shik - შიკი ხელის კრემი დატენიანება 100მლ 3853განსაკუთრებული ფასი 2,75 GEL რეგულარული ფასი 5,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი DERMO ულტრა დამატენიანებელი ტანის კრემი 4914განსაკუთრებული ფასი 56,35 GEL რეგულარული ფასი 93,92 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ხელის მკვებავი კრემი 50 მლ 4193განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- SVR - ესვიერი TOPIALYSE ხელის კრემი 50 მლ 2 ცალი 2864განსაკუთრებული ფასი 24,60 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი DERMO ულტრა დამატენიანებელი ტანის კრემი 4952განსაკუთრებული ფასი 41,58 GEL რეგულარული ფასი 69,30 GEL
- SVR - ესვიერი ხელის კრემი TOPIALYSE 50 მლ 1981განსაკუთრებული ფასი 13,20 GEL რეგულარული ფასი 22,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ბალზამი + დასაბანი გელი ატოპიური კანისთვის 3115განსაკუთრებული ფასი 53,94 GEL რეგულარული ფასი 89,90 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი ხელის კრემი 50 მლ 412684განსაკუთრებული ფასი 37,24 GEL რეგულარული ფასი 53,20 GEL
- SVR - ესვიერი TOPIALYSE კრემი 400 მლ 2443განსაკუთრებული ფასი 45,06 GEL რეგულარული ფასი 75,11 GEL
- Lea - ლეა ტანის კრემი OLIVA 200 მლ 3113განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Lirene - ლირენე ტანის შრატი Wild Berry 30219განსაკუთრებული ფასი 9,57 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი ბალზამი AP+ 200 მლ 63790განსაკუთრებული ფასი 54,32 GEL რეგულარული ფასი 77,60 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account