ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- დამატენიანებელი კრემ-ფლუიდი 400 მლ 2589 ემბრიოლისი - Embryolisseგანსაკუთრებული ფასი 49,07 GEL რეგულარული ფასი 75,50 GEL
- შხაპის გელი Aloe 1000 მლ 8086 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 15,78 GEL რეგულარული ფასი 26,30 GEL
- ტანის დამატენიანებელი TRUFF 3012 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- ტანის დამატენიანებელი და შამპუნი თხის რძე 2906 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 20,91 GEL რეგულარული ფასი 34,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ლაიმი და კუმკვატი 500 გ 94916განსაკუთრებული ფასი 7,11 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- ხელის კრემი Silk 100 მლ 6494 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,11 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- ტანის დამატენიანებელი Cath Kidston 300 მლ 2810 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm Intensive გელ-კრემი 75 მლ 2656განსაკუთრებული ფასი 36,60 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- ტანის ნაკრები ვარსკვლავი Cath Kidston 8929 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 46,20 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Matcha დამატენიანებელი ტანის კრემი 100 მლ 2623განსაკუთრებული ფასი 20,40 GEL რეგულარული ფასი 34,00 GEL
- ლიპიკარი Urea 10% 400 მლ 2302 ლა როშ-პოზე - La Roche-Posayგანსაკუთრებული ფასი 73,00 GEL რეგულარული ფასი 146,00 GEL
- სეკალია ულტრა ტანის 400 მლ 1123 ისის ფარმა - ISIS PHARMAგანსაკუთრებული ფასი 59,64 GEL რეგულარული ფასი 99,40 GEL
- Lirene - ლირენე შხაპის ზეთი მანგო 400 მლ 3229განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- შხაპის გელი REHYDRA 250 მლ 3047 ფილა - Filaგანსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
- შხაპის გელი ENERGIZE 250 მლ 3023 ფილა - Filaგანსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account