ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ტანის დამატენიანებელი LUMI 3210 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- ლოსიონი Sweet 200 მლ 2237 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 GEL რეგულარული ფასი 21,90 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამატენიანებელი ემულსია 75 მლ 3245განსაკუთრებული ფასი 10,82 GEL რეგულარული ფასი 21,64 GEL
- ატოპიური კანის შხაპის ზეთი და დამატენიანებელი 2220 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 22,17 GEL რეგულარული ფასი 36,95 GEL
- გამწმენდი სკრაბი Orange 200 მლ 6229 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 14,37 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
- ქუსლის კრემი 60 მლ 6572 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,11 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- ტანის ზეთი Magnolia 100 მლ 2549 ბიორომი - Bio-Romგანსაკუთრებული ფასი 25,17 GEL რეგულარული ფასი 41,95 GEL
- კრემი Rose Hyaluronic 150 მლ 8468 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 22,35 GEL რეგულარული ფასი 37,25 GEL
- ხელის კრემი რძე 30 მლ 7288 ინსტიტუტ კარიტე - Institut Kariteგანსაკუთრებული ფასი 8,99 GEL რეგულარული ფასი 14,98 GEL
- SVR - ესვიერი XERIAL ფეხის კრემი 7179განსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- ხელის კრემი ყუთით Merry and Wild 100 მლ 8578 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- ხელის კრემი Merry and Wild 3 ცალი 30 მლ 8608 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე შიის კარაქი და თაფლი 10 მლ 4218განსაკუთრებული ფასი 9,57 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- დამატენიანებელი ნაკრები Nour 5806 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpawგანსაკუთრებული ფასი 19,29 GEL რეგულარული ფასი 38,59 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account