ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ხელის კრემი ყუთით Cath Kidston 100 მლ 4730განსაკუთრებული ფასი 49,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი ზეთი 400 მლ 6764განსაკუთრებული ფასი 46,32 GEL რეგულარული ფასი 92,63 GEL
- Payot - პაიო RITUEL რელაქს შხაპ-ზეთი 6279განსაკუთრებული ფასი 59,61 GEL რეგულარული ფასი 99,35 GEL
- Payot - პაიო RITUEL ტანის ნაკრები 7030განსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm შხაპის კრემი 1 ლ. 2007განსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 102,00 GEL
- Ziaja - ზიაია შხაპ-გელი ქაშმირი 6654განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპ-გელი ციტრუსი 270 მლ 7854განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე საპონი შია მაგნოლია 115 გრ 4231განსაკუთრებული ფასი 9,49 GEL რეგულარული ფასი 18,99 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპ-ზეთი ხავერდოვანი 750 მლ 5078განსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 46,99 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე გამწმენდი ზეთი 500 მლ 4910განსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 46,99 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ქოქოსი 500 გ 6170განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი თეთრი მუშკი და ორქიდეა 500 გ 4923განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ვარდი 500 გ 6095განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა თხევადი საპონი ბროწეული 500 გ 6156განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Heath - ჰისი შხაპ-გელი თავი და ტანი Rescue 250 მლ 5903განსაკუთრებული ფასი 19,92 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპ-გელი Hydra 400 მლ 6433განსაკუთრებული ფასი 15,02 GEL რეგულარული ფასი 30,03 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account