ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Busy Bees დასაბანი გელი 250 მლ 4815განსაკუთრებული ფასი 25,20 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- SVR - ესვიერი SEBIA დასაბანი კრემი 200 მლ 3365განსაკუთრებული ფასი 44,40 GEL რეგულარული ფასი 74,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპ-გელი ციტრუსი 270 მლ 7854განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე გელი ალოე ვერა მულტი 0059განსაკუთრებული ფასი 11,48 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- ტანის ნაკრები ყუთით Merry and Wild 100 მლ 8622 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- BIO-ROM - ბიორომი ზეთი თმა/სხეული მანგო 2587განსაკუთრებული ფასი 25,05 GEL რეგულარული ფასი 41,75 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ხელის კრემი Myrtle Woods 100 მლ 5206განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამატენიანებელი რძე 500 მლ 2286განსაკუთრებული ფასი 41,65 GEL რეგულარული ფასი 83,30 GEL
- ტანის დამატენიანებელი Cath Kidston 200 მლ 2797 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 37,80 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- სეკალია ულტრა ტანის 200 მლ 1116 ისის ფარმა - ISIS PHARMAგანსაკუთრებული ფასი 45,12 GEL რეგულარული ფასი 75,21 GEL
- Lirene - ლირენე ფეხის შრატი 100 მლ 6113განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account