ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ხელის კრემი William Morris ბერგამოტი და ვეტივერია 5794 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 22,80 GEL რეგულარული ფასი 38,00 GEL
- დერმოგელი Aloe 150 მლ 0226 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 20,13 GEL რეგულარული ფასი 33,55 GEL
- Safeguard - სეიფგარდი თხევადი საპონი ალოე 225 მლ 6004/9074განსაკუთრებული ფასი 6,26 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Ziaja - ზიაია არგანის ხელის კრემი 100 მლ 4995განსაკუთრებული ფასი 7,17 GEL რეგულარული ფასი 11,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპ-გელი ჟოლო 250 მლ 7466განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი მშრალი ბზინავი ზეთი 100 მლ 9778განსაკუთრებული ფასი 66,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სხეულის ლოსიონი ალოე 250 მლ 0035განსაკუთრებული ფასი 11,93 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- Lea - ლეა კრემი სახე-ტანი-ხელი 100 მლ 4769განსაკუთრებული ფასი 6,05 GEL რეგულარული ფასი 12,10 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე შიის კარაქი 150 მლ 3303განსაკუთრებული ფასი 33,57 GEL რეგულარული ფასი 55,95 GEL
- Lea - ლეა ტანის კრემი OLIVA 200 მლ 3113განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- BIO-ROM - ბიორომი ზეთი თმა და სხეული OCEAN 2501განსაკუთრებული ფასი 25,05 GEL რეგულარული ფასი 41,75 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ულტრა დამატენიანებელი რძე 200 მლ 3436განსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის ტანის კრემი + ხელის კრემი 2657განსაკუთრებული ფასი 19,11 GEL რეგულარული ფასი 31,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account