ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- სამგზავრო ნაკრები Cath Kidston 2674 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 63,00 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
- Ziaja - ზიაია არგანის ხელის კრემი 100 მლ 4995განსაკუთრებული ფასი 7,17 GEL რეგულარული ფასი 11,95 GEL
- ხელის კრემის ნაკრები საახალწლო Sarra Miller 8837 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ხელის კრემი 414145განსაკუთრებული ფასი 24,89 GEL რეგულარული ფასი 49,79 GEL
- ხელის კრემი Aloe 75 მლ 2176 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 9,78 GEL რეგულარული ფასი 16,30 GEL
- ხელის კრემი მრგვალი Sara Miller 100 მლ 4333 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- ხელის კრემი რძე 30 მლ 7288 ინსტიტუტ კარიტე - Institut Kariteგანსაკუთრებული ფასი 8,99 GEL რეგულარული ფასი 14,98 GEL
- ხელის კრემი ყუთით Merry and Wild 100 მლ 8578 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- ხელის კრემი Merry and Wild 3 ცალი 30 მლ 8608 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- საახალწლო ხელის კრემი Cath Kidston 3 ცალი 30 მლ 7786 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- ხელის კრემი Cath Kidston 3 ცალი 30 მლ 7861 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ხელის კრემი შია 75მლ 0098განსაკუთრებული ფასი 17,91 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი სამგზავრო კოსმეტიკური ჩანთა Cath Kidston 4778განსაკუთრებული ფასი 40,80 GEL რეგულარული ფასი 68,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account