ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ლილია 100 გ 2240განსაკუთრებული ფასი 5,91 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ია 200 გ 9010განსაკუთრებული ფასი 5,91 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ლილია 200 გ 8990განსაკუთრებული ფასი 5,91 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Camay - ქემეი საპონი რომანტიკა 85 გ 3605განსაკუთრებული ფასი 2,06 GEL რეგულარული ფასი 2,11 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი პეონი 125 გ 3 ცალი 4909განსაკუთრებული ფასი 10,11 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ვარდი 100 გ 3 ცალი 8136განსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ირისი 200 გ 9027განსაკუთრებული ფასი 5,91 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ვარდი 125 გ 7276განსაკუთრებული ფასი 5,31 GEL რეგულარული ფასი 8,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი პეონი 200 გ 8563განსაკუთრებული ფასი 6,51 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი გარდენია 200 გ 8570განსაკუთრებული ფასი 6,51 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ყაყაჩო 200 გ 9072განსაკუთრებული ფასი 6,51 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ნარცისი 200 გ 9058განსაკუთრებული ფასი 6,51 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ლავანდა 200 გ 9003განსაკუთრებული ფასი 5,91 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ლილია 100 გ 3 ცალი 8174განსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა საპონი ვეტივერია 200 გ 9096განსაკუთრებული ფასი 5,91 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Fiorentino - ფიორენტინა გლიცინია Wisteria 125 გ 7221განსაკუთრებული ფასი 5,31 GEL რეგულარული ფასი 8,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account