ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm Intensive გელ-კრემი 75 მლ 2656განსაკუთრებული ფასი 30,50 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- Lirene - ლირენე შხაპ-ზეთი წიწაკა და საზამთრო 2427განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm დამატენიანებელი კრემი ULTRA 500 მლ 5312განსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 88,00 GEL
- Missha - მისშა ხელის კრემი აღმდგენი 60 მლ 5597განსაკუთრებული ფასი 19,20 GEL რეგულარული ფასი 32,00 GEL
- Missha - მისშა ხელის კრემი Dare Body Grapefruit 30 მლ 6577განსაკუთრებული ფასი 9,01 GEL რეგულარული ფასი 15,02 GEL
- Caudalie - კოდალი შხაპ-გელი Soleil 200 მლ 3854განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Caudalie - კოდალი შხაპ-გელი ვარდი 200 მლ 3847განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ხელის კრემი ალუბალი 4423განსაკუთრებული ფასი 11,87 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ანთელიოსი სახის და ტანის ლოსიონი 250 მლ 1116განსაკუთრებული ფასი 64,50 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- Ziaja - ზიაია ხელისა და ტანის დასაბანი ქაფი Chocolate 250 მლ 3972განსაკუთრებული ფასი 7,72 GEL რეგულარული ფასი 12,87 GEL
- Ziaja - ზიაია ხელის კრემი Marshmallow 50 მლ 3941განსაკუთრებული ფასი 7,11 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ზეთი ლავანდა 8X4გ 3542განსაკუთრებული ფასი 6,62 GEL რეგულარული ფასი 11,03 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ზეთი ქოქოსი 8X4გ 4716განსაკუთრებული ფასი 6,62 GEL რეგულარული ფასი 11,03 GEL
- Isabelle Laurier - იზაბელ ლაურიერი აბაზანის ბურთულა ოკეანე 5X8გ. 3610განსაკუთრებული ფასი 5,91 GEL რეგულარული ფასი 9,84 GEL
- SVR - ესვიერი Topialyse კრემი 200 მლ 2436განსაკუთრებული ფასი 29,00 GEL რეგულარული ფასი 58,00 GEL
- Palmolive - პალმოლივი დასაბანი გელი SEA 250 მლ 4653განსაკუთრებული ფასი 8,06 GEL რეგულარული ფასი 10,08 GEL
- Teaology - თიოლოჯი Matcha ხელის კრემი 75 მლ 2289განსაკუთრებული ფასი 15,78 GEL რეგულარული ფასი 26,31 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account