ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- დერმოგელი Aloe 150 მლ 0226 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 20,13 GEL რეგულარული ფასი 33,55 GEL
- ტანის ლოსიონი Aloe 7393 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 GEL რეგულარული ფასი 21,90 GEL
- ტანის სკრაბი Aloe 600 გ 6501 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 25,32 GEL რეგულარული ფასი 42,20 GEL
- ლოსიონი Sweet 200 მლ 2237 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 GEL რეგულარული ფასი 21,90 GEL
- შხაპ-გელი არგანი 400 მლ 2010 ლილიენი - Lilienგანსაკუთრებული ფასი 5,85 GEL რეგულარული ფასი 9,75 GEL
- Ziaja - ზიაია მასაჟის ზეთი გამამკვრივებელი 500 მლ 21766განსაკუთრებული ფასი 17,91 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- Ziaja - ზიაია ანტიცელულიტური მასაჟის ზეთი 28000განსაკუთრებული ფასი 19,71 GEL რეგულარული ფასი 32,85 GEL
- BIO-ROM - ბიორომი მკვდარი ზღვის მარილი ოკეანე 66908განსაკუთრებული ფასი 13,11 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- შხაპის კრემი ფორთოხალით 250 მლ 7565 ლე პეტიტ ოლივიე - Le Petit Olivierგანსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სხეულის ლოსიონი ალოე 250 მლ 0035განსაკუთრებული ფასი 11,93 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- SVR - ესვიერი TOPIALYSE დასაბანი გელი 400 მლ 1897განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Ziaja - ზიაია სხეულის სკრაბი შოკოლადი 200 მლ 19183განსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი ბალზამი 100 მლ 6847განსაკუთრებული ფასი 59,83 GEL რეგულარული ფასი 99,72 GEL
- Ziaja - ზიაია სხეულის კრემი ზეთისხილი (კარაქი) 200 მლ 7982განსაკუთრებული ფასი 13,77 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account