ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Ziaja - ზიაია სხეულის ლოსიონი ავოკადო 400 მლ 25337განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Avene - ავენი ატოპიური კანის ბალზამი XeraCalm 200 მლ 5485განსაკუთრებული ფასი 72,10 GEL რეგულარული ფასი 103,00 GEL
- BIO-ROM - ბიორომი მკვდარი ზღვის ტანის კრემი მანგო 27091განსაკუთრებული ფასი 26,25 GEL რეგულარული ფასი 43,75 GEL
- BIO-ROM - ბიორომი მკვდარი ზღვის მარილი OCEAN 150 გ 4336განსაკუთრებული ფასი 12,33 GEL რეგულარული ფასი 20,55 GEL
- Lilien - ლილიენი საპონი გლიცერინი NAVATA 115გრ 4374განსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- Balmy - ბალმი ქუსლის სახეხი 2 ზედაპირით 1802განსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Lirene - ლირენე ქუსლების სამკურნალო კრემი 75 მლ 6012განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Balmy - ბალმი ღრუბელი ხელთათმანი პირსახოცისგანსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპის გელი ალუბალი 500 მლ 7183განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Ziaja - ზიაია თხევადი საპონი დარიჩინი 37088განსაკუთრებული ფასი 5,31 GEL რეგულარული ფასი 8,85 GEL
- Ziaja - ზიაია მასაჟის ზეთი ზეთისხილი 500 მლ 16441განსაკუთრებული ფასი 19,77 GEL რეგულარული ფასი 32,95 GEL
- Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი მშრალი ზეთი 100 მლ 9754განსაკუთრებული ფასი 47,40 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- Nuxe - ნუქსი ხელისა და ფრჩხილის კრემი reve de miel 50 მლ 0446განსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- Balmy - ბალმი ღრუბელი ღრმა წმენდა 1659განსაკუთრებული ფასი 4,88 GEL რეგულარული ფასი 9,75 GEL
- Ziaja - ზიაია CUPUACU სკრაბი 40170განსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Lilien - ლილიენი კრემ-საპონი ზღვის მინერალებით 500 მლ 4411განსაკუთრებული ფასი 3,48 GEL რეგულარული ფასი 6,95 GEL
- Lilien - ლილიენი თხევადი საპონი ალოე 1000 მლ 4565განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Ziaja - ზიაია ფეხის სპრეი ანტიპერსპირანტი 100 მლ 0980განსაკუთრებული ფასი 10,11 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account