ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- კრემი 50 გ სკინ-კაპი - Scin-Capგანსაკუთრებული ფასი 58,90 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- ტანის ლოსიონი Aloe 7393 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 GEL რეგულარული ფასი 21,90 GEL
- ხელის კრემი Aloe 75 მლ 2176 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 9,78 GEL რეგულარული ფასი 16,30 GEL
- ლოსიონი Sweet 200 მლ 2237 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 GEL რეგულარული ფასი 21,90 GEL
- საპონი გულის ყუთით Merry and Wild 90 გ 8585 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- შხაპის კრემი ფორთოხალით 250 მლ 7565 ლე პეტიტ ოლივიე - Le Petit Olivierგანსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Avene - ავენი ქსერაქალმი შხაპის კრემი 200 მლ 5044განსაკუთრებული ფასი 44,10 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- შხაპის კრემი Cottonmilk 750 მლ 7626 ლე პეტიტ ოლივიე - Le Petit Olivierგანსაკუთრებული ფასი 14,93 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- დასაბანი ზეთი 500 მლ 5096 ტოპიკრემი - Topicremგანსაკუთრებული ფასი 37,75 GEL რეგულარული ფასი 75,50 GEL
- შხაპის კრემი ვერბენა-ლიმონი 250 მლ 7503 ლე პეტიტ ოლივიე - Le Petit Olivierგანსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- საპონი ალოე 90 გ 2092 სეიფგარდი - Safeguardგანსაკუთრებული ფასი 7,12 GEL რეგულარული ფასი 8,90 GEL
- საპონი ვაითი 90 გ 2061 სეიფგარდი - Safeguardგანსაკუთრებული ფასი 7,12 GEL რეგულარული ფასი 8,90 GEL
- ხელის კრემი ყუთით Merry and Wild 100 მლ 8578 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account