ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ტანის დამატენიანებელი LUMI 3210 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- ტანის დამატენიანებელი ლოსიონი 400 მლ 0447 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 13,17 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- შხაპ-გელი არგანი 400 მლ 2010 ლილიენი - Lilienგანსაკუთრებული ფასი 4,88 GEL რეგულარული ფასი 9,75 GEL
- აბაზანის მარილი Passion Fruit 1000გ. 1952 ნატურალისი - Naturalisგანსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- შხაპის კრემი ფორთოხალით 250 მლ 7565 ლე პეტიტ ოლივიე - Le Petit Olivierგანსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- ტანის ლოსიონი Aloe 7393 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 GEL რეგულარული ფასი 21,90 GEL
- ტანის სკრაბი Aloe 600 გ 6501 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 25,32 GEL რეგულარული ფასი 42,20 GEL
- ხელის კრემი Aloe 75 მლ 2176 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 9,78 GEL რეგულარული ფასი 16,30 GEL
- ლოსიონი Sweet 200 მლ 2237 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,14 GEL რეგულარული ფასი 21,90 GEL
- საპონი გულის ყუთით Merry and Wild 90 გ 8585 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- ღრუბელი ლუფა ნატურალური 9358 ბალმი - Balmyგანსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Balmy - ბალმი აბაზანის ღრუბელი პლასტმასის ტარით 5374განსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Avene - ავენი ქსერაქალმი შხაპის კრემი 200 მლ 5044განსაკუთრებული ფასი 44,10 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- შხაპის კრემი Cottonmilk 750 მლ 7626 ლე პეტიტ ოლივიე - Le Petit Olivierგანსაკუთრებული ფასი 14,93 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ბალზამი ატოპიური კანისთვის 500 მლ 2736განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Avene - ავენი ხელის კრემი Cicalfate 100 მლ 6139განსაკუთრებული ფასი 37,10 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დასაბანი გელი ატოპიური კანისთვის 500 მლ 2835განსაკუთრებული ფასი 33,50 GEL რეგულარული ფასი 67,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AD ატოპიური კანის ზეთი 145 მლ 2958განსაკუთრებული ფასი 34,75 GEL რეგულარული ფასი 69,50 GEL
- ტანის სკრაბი Garden 350გ 4265 ჰესკოტი და აივორი - Heathcote & Ivoryგანსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account