ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო RITUEL რელაქს შხაპ-ზეთი 6279განსაკუთრებული ფასი 59,61 GEL რეგულარული ფასი 99,35 GEL
- Payot - პაიო RITUEL ხელის კრემი 7603განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Payot - პაიო RITUEL ტანის ნაკრები 7030განსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Payot - პაიო RITUEL ხელის კრემი მკვებავი 7573განსაკუთრებული ფასი 49,80 GEL რეგულარული ფასი 83,01 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საპონი OLIVE 150 გ 5639განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- Ziaja - ზიაია აბაზანის ქაფი Fig 500 მლ 0339განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია ტანის ლოსიონი ქაშმირი 5930განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Ziaja - ზიაია შხაპ-გელი ქაშმირი 6654განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპ-გელი ციტრუსი 270 მლ 7854განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპ-გელი გარგარი 750 მლ 7633განსაკუთრებული ფასი 14,93 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე გელი ალოე ვერა მულტი 0059განსაკუთრებული ფასი 11,48 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
- Ziaja - ზიაიახელის კრემი Ucuuba 5% 8206განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის ხელის კრემი 80 მლ 10593განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ხელის კრემი არგანი 75 მლ 3174განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Ziaja - ზიაია ხელის კრემი პანთენოლი 8453განსაკუთრებული ფასი 4,92 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის ტანის კარაქი + შხაპის საპონი 1123განსაკუთრებული ფასი 19,43 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სხეულის კრემი OLIVE 250 მლ 0215განსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
- Naturalis - ნატურალისი ზღვის მარილი ლილია 1000გ. 8817განსაკუთრებული ფასი 4,92 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Payot - პაიო შხაპის გელი 3/1 მამაკაცის 8038განსაკუთრებული ფასი 43,32 GEL რეგულარული ფასი 72,20 GEL
- Ziaja - ზიაია ხელის კრემი შოკოლადი 80 მლ 8286განსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account